ორიგინალი
პოლონეთს უკრაინასთან საზღვრის გასწვრივ არასაფრენი ზონის შექმნა სურს
რადიო თავისუფლება·23:24

პოლონეთს უკრაინასთან საზღვრის გასწვრივ არასაფრენი ზონის შექმნა სურს

25 ნოემბერი, 2026 · 23:24

პოლონეთი გეგმავს არასაფრენი ზონის შექმნას უკრაინასთან საზღვრის გასწვრივ. ეს პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემს, აუცილებლობის შემთხვევაში, ჩამოაგდოს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით, იუწყება, რომ შესაბამისი დადგენილება უკვე მზადდება და ის ძალაში შევა დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში.

მანამდე პოლონეთმა ნატოელ მოკავშირეებს შესთავაზა განეხილათ უკრაინის ტერიტორიის თავზე რუსეთის რაკეტების გადატაცების შესაძლებლობა, თუკი ისინი ალიანსის ქვეყნების საჰაერო სივრცისკენ იქნება მიმართული. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „ბლუმბერგმა“.

25 ნოემბერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ეთერში განაცხადა, რომ კიევის თხოვნით განხორციელებული ასეთი მოქმედება შესაძლებელია განხილული იყოს თავდაცვის აქტად:

„რაკეტა ან უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ჩვენს საჰაერო სივრცეს უახლოვდება, ჩვენთვის წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს“.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ნატოს ზოგიერთმა წევრმა მხარი დაუჭირა პოლონეთის ინიციატივას, სხვებმა გამოხატეს შეშფოთება რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის საფრთხის გამო. აღნიშნულ საკითხზე ალიანსის წევრებს შორის ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარი განხილვა მიმდინარეობს. ინიციატივის განხორციელებას ნატოს ყველა წევრისა და უკრაინის თანხმობა და ალიანსის სამხედრო ხელმძღვანელობასთან კოორდინაცია დასჭირდება

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა 25 ნოემბერს განაცხადა, რომ მოკავშირეები მზად არიან საკითხის განსახილველად, თუმცა ჯერჯერობით არ ავლენენ მოქმედებისთვის მზადყოფნას. კოსინიაკ-კამიშის თქმით, ასეთ ინიციატივას პოლონეთი მარტო ვერ განახორციელებს.

საკითხზე მსჯელობის საბაბად იქცა 20 ნოემბერს, უკრაინაზე რუსეთის მასირებული თავდასხმის დროს, რუსეთის სამი ფრთოსანი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნა. პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა საჰაერო სივრცის დარღვევა მოსკოვის მხრიდან წინასწარ განზრახულ პროვოკაციად შეაფასა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. პოლონეთს უკრაინასთან საზღვრის გასწვრივ არასაფრენი ზონის შექმნა სურს

თემა: პოლონეთის

ამ თემას 8 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • იმედი·19:43
    პოლონური მედია: ევროკომისიამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პოზიციას გადახედა და ფერმერებისა და გადამზიდავების დაცვასთან დაკავშირებით პოლონეთის მოთხოვნები ნაწილობრივ გაითვალისწინა
  • სპორტოლი·19:05
    სანიოლი გამოირიცხა - პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადაყენებას გადაურჩა
  • რუსთავი 2·18:22
    პოლონელი ევროპარლამენტარი: ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი პოლონეთის ძარცვას ემსახურება, სურთ ბოლომდე გამოგვწურონ - უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ
  • პოსტივი·17:08
    ᲞᲝᲚᲝᲜᲔᲚᲘ ᲔᲕᲠᲝᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲐᲠᲘ ᲔᲕᲐ ᲖᲐᲘᲝᲜᲩᲙᲝᲕᲡᲙᲐ-ᲰᲔᲠᲜᲘᲙᲘ: “ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲑᲘᲣᲯᲔᲢᲘ ᲞᲝᲚᲝᲜᲔᲗᲘᲡ ᲫᲐᲠᲪᲕᲐᲡ ᲔᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ. ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲘᲡᲗᲕᲘᲡ 100 ᲛᲘᲚᲘᲐᲠᲓᲘ ᲔᲕᲠᲝᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲝᲤᲐᲡ ᲒᲔᲒᲛᲐᲕᲔᲜ. ᲛᲮᲐᲠᲘ ᲐᲠᲐᲕᲘᲗᲐᲠ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲕᲣᲭᲘᲠᲝᲗ, ᲠᲐᲓᲒᲐᲜ ᲘᲡ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲔᲑᲡ ᲐᲖᲘᲐᲜᲔᲑᲡ”
პოლონეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·23:13

სუსის მეექვსე უფროსის პირველი ანგარიში პარლამენტში

სუსის მეექვსე უფროსის პირველი ანგარიში პარლამენტში
რადიო თავისუფლება·22:48

ბუდანოვი: ტყვეების შემდეგი გაცვლა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში დაიწყება

ბუდანოვი: ტყვეების შემდეგი გაცვლა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში დაიწყება
რადიო თავისუფლება·21:49

იგორ ივანოვმა „ვარდების რევოლუცია“ „აკურთხა“? სააკაშვილის ფეისბუკ-პოსტი და რეაქციები

იგორ ივანოვმა „ვარდების რევოლუცია“ „აკურთხა“? სააკაშვილის ფეისბუკ-პოსტი და რეაქციები
რადიო თავისუფლება·21:38

უშაკოვი: ევროპელების მოსკოვში დაპატიჟება ძალაშია... უარი არ მიგვიღია

უშაკოვი: ევროპელების მოსკოვში დაპატიჟება ძალაშია... უარი არ მიგვიღია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.