ორიგინალი
უკრაინამ და რუსეთმა ომში დაღუპულთა ცხედრები გაცვალეს
რადიო თავისუფლება·19:18

უკრაინამ და რუსეთმა ომში დაღუპულთა ცხედრები გაცვალეს

26 ნოემბერი, 2026 · 19:18

26 ნოემბერს უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს. ეს გამოცემა RBC-ს აცნობა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, შამსაილა სარალიევამ. ამ ჯერზე, მისი თქმით, გაცვლა ჩატარდა ფორმულით "250 - 22-ზე", ანუ უკრაინის მხარემ მიიღო 250 ცხედარი, რუსეთმა - 22.

უკრაინის სახელმწიფო პროექტი "მსურს ვიპოვო" იუწყება, რომ 26 ნოემბერს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით "22 რუსი სამხედროს ცხედრები და ნაწილები რეპატრიაციის ფარგლებში რუსეთს გადაეცა". პროექტის მონაცემებით, რუსეთისთვის გადაცემული ცხედრების ნახევარი აღმოჩენილია დონეცკის ოლქის იმ დასახლებულ პუნქტებთან, რომლებზეც კონტროლი ახლახან დაიბრუნა უკრაინამ, კონტრშეტევის შედეგად.

უკრაინის სამხედრო ტყვეების საკითხების საკოორდინაციო შტაბი ადასტურებს უკრაინისთვის 250 ცხედრის გადაცემას. დაგეგმილია გვამების ამოცნობა.

გაცვლის წინა ოპერაცია განხორციელდა 22 ოქტომბერს - მაშინ უკრაინას დაუბრუნდა 252 ცხედარი, რუსეთს - 25. პროცედურა ბელარუსის ტერიტორიაზე ჩატარდა.

ამგვარი გაცვლა რეგულარულად ტარდება გასული წლის ზაფხულიდან - როცა სტამბოლის შეთანხმებები გაფორმდა.

ახლახან აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ტყვეთა დიდი რაოდენობის გაცვლაზეც - თუმცა ამ ოპერაციის თარიღი დაკონკრეტებული არ არის. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 26 ნოემბერს თქვა, რომ ამჟამად დასრულების პროცესშია სიებზე მუშაობა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. უკრაინამ და რუსეთმა ომში დაღუპულთა ცხედრები გაცვალეს

თემა: უკრაინის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 216 სტატია.

  • GHN·19:20
    დღეს უკრაინაში დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთიდან ცხრა ბავშვი დაბრუნდა - ვოლოდიმირ ზელენსკი
  • იმედი·18:50
    ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი, ჰერბერტ კიკლი ინიციატივით გამოდის, რომ უკრაინაში გაიგზავნონ ის მიგრანტები, რომელთა დეპორტაციაც წარმოშობის ქვეყნებში შეუძლებელია - საუბარია, კერძოდ, სირიისა და ავღანეთის მოქალაქეებზე
  • ფორმულა·16:58
    უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა
  • კვირა·15:57
    უკრაინამ რუსეთის ნავთობინფრასტრუქტურასა და სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანა
უკრაინის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·20:47

ქომაგები VS პოლიცია: შეიძლებოდა დაპირისპირების თავიდან აცილება?

ქომაგები VS პოლიცია: შეიძლებოდა დაპირისპირების თავიდან აცილება?
რადიო თავისუფლება·20:36

ამაღლობელის ადვოკატი: მინისტრმა დაადასტურა, რასაც თავიდანვე ვამბობდით

ამაღლობელის ადვოკატი: მინისტრმა დაადასტურა, რასაც თავიდანვე ვამბობდით
რადიო თავისუფლება·20:22

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე ლიდერს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე ლიდერს
რადიო თავისუფლება·20:18

„უპასუხისმგებლო, სამარცხვინო“ - საქართველოში თურქეთის ელჩმა ისრაელის ელჩს უპასუხა

„უპასუხისმგებლო, სამარცხვინო“ - საქართველოში თურქეთის ელჩმა ისრაელის ელჩს უპასუხა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.