მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 5 წელია, ვარკეთილის მეტროსადგური ვერ გაარემონტეს… არ მჯერა, რომ "ოცნება" ანაკლიას ააშენებს|ეკონომისტი
5 წელია, ვარკეთილის მეტროსადგური ვერ გაარემონტეს… არ მჯერა, რომ "ოცნება" ანაკლიას ააშენებს|ეკონომისტი

5 წელია, ვარკეთილის მეტროსადგური ვერ გაარემონტეს… არ მჯერა, რომ "ოცნება" ანაკლიას ააშენებს|ეკონომისტი

BM.GE9 ივლისი, 2026, 14:10|bm.ge

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის აზრით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ვერ ააშენებს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" განაცხადა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების მორიგი მცდელობა იყო - ამჯერად, ე.წ. "ლენდლორდის" მოდელით.

ჩინური ბლეფი, ტრამპის დერეფანი და ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება - რა ხდება ანაკლიის ირგვლივ?|ინტერვიუ გიორგი ხიშტოვანთან

“ხუთი წელია, ვარკეთილის მეტროსადგური ვერ გაარემონტეს… არ მჯერა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას აქვს უნარი, ანაკლიის პორტის მასშტაბის პროექტი განახორციელოს”, - აცხადებს ეკონომისტი.

რაც შეეხება თავად მთავრობის მორიგ განაცხადს - ანაკლიის პორტი ე.წ. "ლენდლორდის" მოდელით ააშენონ, რაც მსოფლიოში ერთ-ერთ გავრცელებულ საპორტო მართვის სისტემად ითვლება, გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ სასურველი სცენარი იქნებოდა მრავალმხრივი საერთაშორისო ინვესტიციების შემოსვლა (აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი), როგორც ეს პორტის აშენების პირველი მცდელობისას იგეგმებოდა.

"ჩემი მთავარი წუხილი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოს სერიოზული სესხის აღება მოუწევს", - ამბობს ეკონომისტი.

რა არის "ლენდლორდის" მოდელი, რომლითაც მთავრობა ანაკლიის პორტის აშენებას გეგმავს

- გჯერათ თუ არა, რომ არსებობს პორტის აშენების რეალური პოლიტიკური ნება და რამდენად იმუშავებს ე.წ. „ლენდლორდის მოდელი“?

- ეს მოდელი ძალიან ლოგიკურად ჯდება აღნიშნულ ნარატივში. პორტის სივრცეების ოპერატორებისთვის გადაცემა ნიშნავს, რომ ეს ოპერატორები, სავარაუდოდ, სწორედ ცენტრალური აზიის სახელმწიფოები იქნებიან. რაც შეეხება დაფინანსებას, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ პორტს სახელმწიფო აშენებს და ამისთვის სესხს აიღებს - შესაძლოა, აქაც ამერიკული საფინანსო კორპორაციების ინტერესი ფიგურირებდეს. “ლენდლორდის” იდეაა, რომ პორტი არც ჩინური იყოს, არც ამერიკული და არც რუსული - ის იქნება ქართული, თუმცა როგორც თბილისის მეტროს ხშირი მომხმარებელი, გეტყვით: ხელისუფლებას, რომელმაც 5 წელია ვარკეთილის ერთი მეტროსადგური ვერ გაარემონტა, არ მჯერა, რომ ანაკლიის მასშტაბის პროექტის განხორციელების უნარი შესწევს.

ჩემი მთავარი წუხილი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოს სერიოზული სესხის აღება მოუწევს - ეკონომიკის მინისტრმა თავად თქვა, რომ დამატებით $200 მილიონი იქნება საჭირო პროექტისთვის, რომლის მოძიება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. „ქართულ ოცნებას“, შესაძლოა, 2027 წელს ბიუჯეტში პენსიების კანონით გათვალისწინებული ზრდის თანხებიც კი არ ჰქონდეს და ასეთ დროს მილიარდ ასმილიონიან პროექტზე საუბარი სრული მოუმზადებლობაა… არ მჯერა, რომ დასახელებული $1.1 მილიარდი ამ პროექტს ეყოფა, ის ბევრად ძვირი დაჯდება, თუმცა დღეს ხელისუფლების ინტერესში ზუსტი რიცხვების დასახელება არ შედის.

- რა მოდელი იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური ანაკლიის პორტის ასაშენებლად?

- სასურველი სცენარი იქნებოდა მრავალმხრივი საერთაშორისო ინვესტიციების შემოსვლა (აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი), როგორც ეს პირველი მცდელობისას იგეგმებოდა. ის, რომ პორტი შენდება, კარგია, მაგრამ ის, რომ სახელმწიფო მას საკუთარი (და ნასესხები) ფულით აშენებს - ძალიან ცუდია. „ქართული ოცნების“ ნდობა საერთაშორისო დონეზე იმდენად შერყეულია გადაწყვეტილებების მუდმივი ცვლილების გამო, რომ კერძო ინვესტორებს საკუთარი კაპიტალის რისკის ქვეშ დაყენება უბრალოდ არ სურთ, ამიტომ ხელისუფლებას სხვა გამოსავალი არც ჰქონდა: გადაწყვიტა თავად ააშენოს, ხოლო კერძო სექტორს მხოლოდ ტერმინალების მართვა შესთავაზოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • გაეროში რუსეთის ელჩმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკასა და ბარამიძის განცხადებაზე ისაუბრაფორმულა
  • ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პოზიციაა მშვიდობიანი გზით ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და სააკაშვილის გააქტიურება, სავარაუდოდ, იმას უკავშირდება, რომ ხედავენ, რა ნაბიჯებს დგამს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნდობის აღდგენისთვისიმედი
  • “ოცნების“ მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსულ მხარეს - ხოშტარიატვ პირველი
  • საიამ სტრასბურგში საპარლამენტო არჩევნებზე მიმდინარე დავაზე „ოცნების” საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინანეტგაზეთი
ოცნების →

მსგავსი სტატიები

გამოცდებზე ზღვრის ვერგადალახვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიზიკასა და ბიოლოგიაშია | NAEC-ის სტატისტიკა

გამოცდებზე ზღვრის ვერგადალახვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიზიკასა და ბიოლოგიაშია | NAEC-ის სტატისტიკა

BM.GE

მთავრობამ რამდენიმე ჰესის მშენებლობისთვის კომპანიებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებები მოიწონა

მთავრობამ რამდენიმე ჰესის მშენებლობისთვის კომპანიებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებები მოიწონა

BM.GE

მაკრონი ახალი შეიარაღების მიწოდების დაჩქარებას დაგვპირდა - ზელენსკი

მაკრონი ახალი შეიარაღების მიწოდების დაჩქარებას დაგვპირდა - ზელენსკი

BM.GE

პუტინის თქმით, უკრაინამ ეკონომიკურ ობიექტებზე დარტყმებით "პანდორას ყუთი გახსნა"

პუტინის თქმით, უკრაინამ ეკონომიკურ ობიექტებზე დარტყმებით "პანდორას ყუთი გახსნა"

BM.GE