მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 9 თვეში 33 000-მდე ვაკანსია განთავსდა - რაოდენობა წლიურად 3%-ით შემცირდა|HR.ge
9 თვეში 33 000-მდე ვაკანსია განთავსდა - რაოდენობა წლიურად 3%-ით შემცირდა|HR.ge

9 თვეში 33 000-მდე ვაკანსია განთავსდა - რაოდენობა წლიურად 3%-ით შემცირდა|HR.ge

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 02:50|bm.ge

საქართველოში მიმდინარე წლის 9 თვეში HR.ge-ზე დაახლოებით 33 000 ვაკანსია განთავსდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. ამის შესახებ HR.ge-ის ბიზნეს-განვითარების დირექტორმა ინგა შახბაზიანმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

მისი თქმით, წლის განმავლობაში ვაკანსიების რაოდენობა თითქმის ყოველთვიურად წინა წლის მაჩვენებელს ჩამორჩებოდა. გამონაკლისი იყო თებერვალი და აპრილი, როდესაც ვაკანსიების რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა. შახბაზიანის განცხადებით, სექტემბერში დასაქმების ბაზრის გააქტიურების მოლოდინი არსებობდა, თუმცა თვის პირველ ნახევარში ვაკანსიების რაოდენობა მოსალოდნელ დონეს ვერ მიაღწია.

"სექტემბრის მიმართ რა თქმა უნდა, მოლოდინი საკმაოდ დიდი გვქონდა, იმიტომ რომ აგვისტოსთან შედარებით ზოგადად ყოველ წელს სექტემბერი დაახლოებით 20%-იანი ზრდით იწყება ხოლმე. თუმცა წლევანდელმა სექტემბერმა არ გაამართლა ამ კუთხით, რადგან 15 რიცხვამდე, პრინციპში, სანამ სკოლები არ დაიწყო, საკმაოდ პასიურობა იყო. ახლა მეტ-ნაკლებად დაიწყეს კომპანიებმა აქტიურობა.

კატეგორიების მიხედვით, პირველ ადგილზე ისევ გაყიდვებია, რომელიც 33%-ს წარმოადგენს, შემდეგ HoReCa სექტორია, რომელიც 15%-ით არის წარმოდგენილი ჯამში ამ რვა თვის მანძილზე. თუმცა, აქ მინდა აღვნიშნო, რომ თვითონ ზაფხულის პერიოდში HoReCa სექტორში ყოველთვის იყო ხოლმე მატება, იმიტომ რომ სეზონი აქვს, თუმცა წლევანდელ შემთხვევაში არ იყო ზრდა და ისევ შეინარჩუნა დაახლოებით 15% უშუალოდ ზაფხულის პერიოდშიც“, - აღნიშნა შახბაზიანმა და დასძინა, რომ ვაკანსიების საერთო რაოდენობაში ადმინისტრაციულ მიმართულებას 12% უკავია. მას მოსდევს საბანკო სექტორი, რომელიც, შახბაზიანის თქმით, განსაკუთრებით აგვისტოს მეორე ნახევარში გააქტიურდა. შემდეგ მოდის სამედიცინო სფერო 9%-ით, წარმოება - 5%-ით და ლოგისტიკა - 4%-ით.

ამასთან, შახბაზიანი აღნიშნავს, რომ შრომის ბაზარზე IT სექტორის აქტიურობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. „წინა წლებში, როდესაც სტატისტიკაზე ვსაუბრობდით, IT სფეროსაც ძალიან აქტიურად ვახსენებდით, თუმცა ახლა ამ სფეროში ისეთი აქტიურობა აღარ აღინიშნება. პრინციპში, შემცირებულია და დაახლოებით პროცენტნახევარია ჯამური განცხადებების წილიდან IT სფეროს ვაკანსიები“, - განაცხადა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თვეში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • “ბოლო 9 თვეში უკრაინულმა დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს” – მოსკოვინეტგაზეთი
  • ლევან მაჭავარიანი დარჩიაშვილს: თქვენ ხართ პირადად ხელმომწერი მოღალატეობრივი რეზოლუციის, რომელიც წაგებული ომიდან ორ თვეში გააფორმეთ და ომის დაწყება ჩვენ სამხედროებს დააბრალეთ - ეს რატომ გააკეთეთ? ანუ ეს თქვენ მართლა ჩაიდინეთ და აღიარეთ?რუსთავი 2
  • 2 700 000 ლარი 1 თვეში - ჩინოვნიკების სმა-ჭამაში დახარჯული ფული რეკორდებს ხსნისტვ პირველი
  • ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებით, გასულ თვეში რუსეთმა უკრაინაში 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგაფორმულა
თვეში →

მსგავსი სტატიები

მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent

მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent

BM.GE

Rheinmetall-ის აქციები 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

Rheinmetall-ის აქციები 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

Nintendo Switch 2-ის გაყიდვები 41%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

Nintendo Switch 2-ის გაყიდვები 41%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

მაღალი აქტივობა და კონკურენტული გარემო - როგორ აფასებს GCCA მშენებლობის ბაზარს?

მაღალი აქტივობა და კონკურენტული გარემო - როგორ აფასებს GCCA მშენებლობის ბაზარს?

BM.GE