მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაუმერის მიმდინარე პროექტი — ბაზის ბანკის სათაო ოფისი
ბაუმერის მიმდინარე პროექტი — ბაზის ბანკის სათაო ოფისი

ბაუმერის მიმდინარე პროექტი — ბაზის ბანკის სათაო ოფისი

BM.GE29 აპრილი, 2026, 15:25|bm.ge

თბილისის ცენტრალურ უბანში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ბაზის ბანკის ახალი სათაო ოფისი ბაუმერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტია, რომლის ფარგლებში კომპანიამ სრულად უზრუნველყო საინჟინრო სისტემების (MEP) პროექტირება და ინსტალაცია.

ბაუმერისთვის საინჟინრო სფერო მხოლოდ ტექნიკური ამოცანების შესრულებას არ ნიშნავს — ეს არის კომპლექსური მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს შენობაში კომფორტული, უსაფრთხო და ენერგოეფექტური გარემოს შექმნას, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის.

პროექტი ბაუმერისა და მისი საპროექტო მიმართულების — ლეიაუთის გუნდისთვის საინტერესო პროფესიული გამოწვევა იყო. არსებული შენობის თანამედროვე საბანკო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მოითხოვდა მაღალი სიზუსტის დაგეგმვასა და ინტეგრირებულ საინჟინრო ხედვას, რაც კომპანიამ მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე წარმატებით უზრუნველყო.

BIM მოდელირების გამოყენებით ყველა საინჟინრო სისტემა ციფრულ ფორმატში მაქსიმალური სიზუსტით დაიგეგმა, რამაც სხვადასხვა ქსელების ეფექტური კოორდინაცია და პროექტის ოპტიმიზაცია შესაძლებელი გახადა.

ობიექტის მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად გამოყენებულია საერთაშორისო ლიდერი ბრენდების გადაწყვეტილებები:იაპონური პრემიუმ ბრენდის Daikin-ის VRV სისტემები ქმნის ოპტიმალურ კლიმატს, ხოლო Danfoss-ის იატაკქვეშა გათბობა უზრუნველყოფს თბილ და კომფორტულ გარემოს. შენობა აღჭურვილია Brofer-ის რეკუპერაციის სისტემებით, რაც სუფთა ჰაერის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სისტემების ინტეგრაციასა და ავტომატიზაციას — ელექტრობა, ინტერნეტ ინფრასტრუქტურა, ვიდეოთვალთვალი და სახანძრო უსაფრთხოება განხორციელდა საერთაშორისო ბრენდების (Schneider, Vimar, Faber) გადაწყვეტილებებით და სრულად ინტეგრირდა BMS (შენობის მართვის) პლატფორმაში. აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს პროცესების ცენტრალიზებულ მართვას, გაუმართაობების დროულ იდენტიფიცირებას და პრევენციას, რაც ზრდის შენობის ეფექტურობასა და უსაფრთხოების დონეს.

ბაზის ბანკის სათაო ოფისის პროექტი აერთიანებს ტექნიკურ სიზუსტეს და მომხმარებლის გამოცდილებაზე ორიენტირებულ მიდგომას — სწორედ ეს სინთეზი წარმოადგენს კომპანიის გამოცდილების, პარტნიორული მიდგომისა და ხარისხზე ორიენტირებული მუშაობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მაგალითს.

ბაუმერი — საინჟინრო სრულყოფილება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE