მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა

„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა

BM.GE21 მაისი, 2026, 19:59|bm.ge

20 მაისი, თბილისი - „ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა. პროექტი, რომელიც თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის N25-ში მდებარეობს, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, 38-სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტია. მშენებლობა სრულდება 2026 წლის ოქტომბერში.

პროექტის ჯამური ღირებულება 87 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 41.5 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს ბანკის მიერ არის დაფინანსებული. პროექტში ბინების 86% უკვე გაყიდულია.“საკენი” 15 წუთიანი ქალაქის კონცეფციაზეა აგებული, რაც გულისხმობს 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე ყველა საჭირო ობიექტთან და სერვისთან წვდომას. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ სივრცეებს, 2000 კვ.მ გამწვანებულ ტერასას, პადელის კორტს, 25-მეტრიან აუზს, ფიტნეს ცენტრს, აფთიაქს, კაფე-რესტორნებს და სხვ.მულტიფუნქციური პროექტის კონცეფცია მცხოვრებლებისთვის ისეთი ეკოსისტემის შექმნას ისახავს მიზნად, სადაც ყოველდღიური ცხოვრების, დასვენების და სოციალური აქტივობებისთვის საჭირო სერვისები ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი.„საკენი“ მხოლოდ საცხოვრებელი პროექტი არ არის, ეს არის თანამედროვე ურბანული ეკოსისტემა, სადაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულად, ჯანსაღად და ხარისხიანად გაატარებენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მცხოვრებლებს ერთ სივრცეში ჰქონდეთ ხელმისაწვდომი, როგორც მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და სერვისები, ისე გარემო, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებს, აქტიურ ცხოვრებასა და დროის ეფექტიანად გამოყენებას შეუწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ პარტნიორებს, ტექნოლოგიებსა და თითოეულ დეტალს, რომელიც „საკენის“ ცხოვრების სტანდარტს განსაზღვრავს“, აცხადებს ვასილ ფხაკაძე, „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორი.პროექტის „საკენი“ მცხოვრებლების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაზე შვეიცარიული ბრენდი Schindler იზრუნებს. Schindler ლიფტების და ესკალატორების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და ინოვაციური ტექნოლოგიებით, რაც სრულად შეესაბამება იმ მაღალ სტანდარტს, რასაც „ბიოგრაფი ლივინგი“ აწესებს. პროექტის ფასადზე გამოყენებულია წამყვანი გერმანული ბრენდის Schüco-ს ალუმინის კარ-ფანჯრის და საფასადე სისტემები. Schüco-ს 70-წლიანი გამოცდილება ინოვაციურ საინჟინრო გადაწყვეტებს, უმაღლეს ხარისხს და მდგრად განვითარებას უკავშირდება. ფასადის ენერგოეფექტურობას და ვიზუალურ სრულყოფილებას დამატებით უზრუნველყოფს ფრანგული ბრენდის Saint-Gobain-ის მაღალი ხარისხის მინა-პაკეტები.„საკენის“ ფასადი მოპირკეთებულია გერმანული ბრენდის NBK-ს უმაღლესი ხარისხის ტერაკოტას საფასადე მასალით, რომელიც პროექტს გამორჩეულ ვიზუალს სძენს და მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს.„ბიოგრაფი ლივინგი“ 2023 წელს დაფუძნდა და დღეს საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოთამაშედ პოზიციონირდება. კომპანია ქმნის თანამედროვე, არქიტექტურულად გამორჩეულ და ცხოვრების ხარისხზე ორიენტირებულ საცხოვრებელ პროექტებს, რომლებიც ადგილობრივი და საერთაშორისო მყიდველების მოთხოვნებს ჰპასუხობს. „ბიოგრაფი ლივინგის“ ხედვა თანამედროვე ურბანული გარემოს განვითარებას, მდგრად მშენებლობას და 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციაზე დაფუძნებული საცხოვრებელი სივრცეების შექმნას ეფუძნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE