მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩანგის აეროპორტის მმართველმა გუნდმა ფაქტობრივად დაგვიდასტურა, რომ ვაზიანის პროექტის ტენდერში მიიღებს მონაწილეობას - ქვრივიშვილი
ჩანგის აეროპორტის მმართველმა გუნდმა ფაქტობრივად დაგვიდასტურა, რომ ვაზიანის პროექტის ტენდერში მიიღებს მონაწილეობას - ქვრივიშვილი

ჩანგის აეროპორტის მმართველმა გუნდმა ფაქტობრივად დაგვიდასტურა, რომ ვაზიანის პროექტის ტენდერში მიიღებს მონაწილეობას - ქვრივიშვილი

BM.GE22 ივლისი, 2026, 20:32|bm.ge

„ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მოექცა ჩანგის [აეროპორტის] მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში" - ეს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა Singapore Changi Airport-ის მმართველ გუნდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრი ამბობს, ისინი დაინტერესებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა პარტნიორი კომპანიის შერჩევისთვის გამოაცხადებს.

„გვქონდა შეხვედრა სინგაპურის ჩანგის აეროპორტის მმართველ გუნდთან. ჩანგის აეროპორტი არის მსოფლიოში აღიარებული, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი მომსახურების ხარისხისა და ოპერირების თვალსაზრისით და განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ჩვენი ახალი აეროპორტის, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მოექცა ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში და მათ ფაქტობრივად შეხვედრის მსვლელობისას დაგვიდასტურეს ძალიან დიდი ინტერესი, რომ მიიღონ მონაწილეობა იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს პარტნიორი კომპანიის შერჩევისას“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ამას გარდა, ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მან ორმხრივი შეხვედრები გამართა ტრანსპორტისა და ინოვაციების მინისტრებთან.

„შეხვედრებისას გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნებს შორის უფრო მეტი დაკავშირებადობა, განსაკუთრებით ისეთი ეკონომიკური სექტორების მიმართულებით, როგორიც არის ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ასევე ინოვაციების სექტორი და ვაჭრობა“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე, ვიზიტის ფარგლებში საინტერესო შეხვედრები შედგა სინგაპურის საინვესტიციო სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც მათ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ სხვადასხვა ინვესტორებთან, ისევე როგორც ჩვენს კოლეგებთან იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ქმნის საქართველოში საინვესტიციო მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი და ინტერესი გამოიწვია ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა და იმ განახლებულმა მოდელმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ სულ ცოტა ხნის წინ დააანონსა“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გუნდი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 32 სტატია.

  • ჭეიშვილი: გვახსოვს ისტერიკა, რომელიც მოჰყვა ე.წ. პოლიტიკური ძალების მიმართ ჩვენი მხრიდან კონსტიტუციური სარჩელის მომზადებას - გერმანიაში ძალიან საეჭვო წინაპირობების გათვალისწინებით, სახელისუფლებო გუნდი ცდილობს, რომ ოპონენტი ჩამოიშოროს რეგიონულ არჩევნებში. ამაზე უფრო კლასიკური მაგალითი ორმაგი სტანდარტისა, რა შეიძლება იყოს?იმედი
  • სალომე ზურაბიშვილის თქმით მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენები ძალაუფლების დაშლას მოასწავებსფორმულა
  • არჩილ გორდულაძე ღარიბაშვილზე: უმძიმესია, როდესაც ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე და პრემიერ-მინისტრზე გვაქვს საუბარი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, პირდაპირ ჩართული იყო კორუფციულ დანაშაულშირუსთავი 2
  • გულის ამრევია “ქართული ოცნება”, ბოლომდე! - ნიკოლოზ რაჭველი ივანიშვილის გუნდს კიევიდან პასუხობსტვ პირველი
გუნდი →

მსგავსი სტატიები

„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთს ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს - ირაკლი კობახიძე

„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთს ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს - ირაკლი კობახიძე

BM.GE

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ

BM.GE

მიხეილ ხიდურელი ბრიტანული Contact Web Ltd-ის საქართველოს წარმომადგენლობას შეხვდა

მიხეილ ხიდურელი ბრიტანული Contact Web Ltd-ის საქართველოს წარმომადგენლობას შეხვდა

BM.GE

მერია საბურთალოზე, „სითი მოლთან“ მოძრაობის სქემას ცვლის - როგორ შეძლებთ გადაადგილებას?

მერია საბურთალოზე, „სითი მოლთან“ მოძრაობის სქემას ცვლის - როგორ შეძლებთ გადაადგილებას?

BM.GE