მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩვენ გვინდა ორივე - აგენტურა არ იყოს ხელისუფლებაში და გავაგრძელოთ ევროინტეგრაციაც - ირაკლი კობახიძე
ჩვენ გვინდა ორივე - აგენტურა არ იყოს ხელისუფლებაში და გავაგრძელოთ ევროინტეგრაციაც - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვინდა ორივე - აგენტურა არ იყოს ხელისუფლებაში და გავაგრძელოთ ევროინტეგრაციაც - ირაკლი კობახიძე

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 20:25|bm.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უნდა რომ ქვეყანაში აგენტურა არ იყოს და ევროინტეგრაციაც გაგრძელდეს - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდება ხელისუფლებაში, საერთოდ არაფერი დარჩება ევროინტეგრაციიდან."ამ ადამიანებმა, ამ ბიუროკრატებმა მკაფიოდ განაცხადეს 2024 წლის არჩევნებამდე, რომ თუ არ შეიცვლებოდა ხელისუფლება და არ დაბრუნდებოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ამ შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს პირდაპირ განაცხადეს. შემიძლია ციტატები ამოგიღოთ, სადაც პირდაპირ ამბობდნენ და მათ შორის ბატონი ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი ამბობდა, რომ ახლა არის პრობლემები ამ ხელისუფლების გამო ევროინტეგრაციის გზაზე და ამიტომ უნდა გამოხვიდეთ საარჩევნო ყუთებთან და უნდა გაესტუმრებინა ხალხს ეს ხელისუფლება. ხელისუფლების გასტუმრება ნიშნავდა, მათ შორის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. მათ გამოხატეს ეს პოლიტიკური სურვილი და პირდაპირ თქვეს, რომ ან „ნაცმოძრაობა“ უნდა დაბრუნდეს, ან შეჩერდება ევროინტეგრაცია. ჩვენ გვინდა ორივე - ერთი, რომ აგენტურა არ იყოს ხელისუფლებაში და მეორე - გავაგრძელოთ ევროინტეგრაციაც. თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მერწმუნეთ, რომ საერთოდ არაფერი დარჩება ევროინტეგრაციიდან“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 60-65% იყო შესრულებული იმ ვალდებულებებიდან, რომლებიც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და DCFTA-დან, ახლა არის შესრულებული 90%.

„მაგალითად დღევანდელი დღე რომ ავიღოთ, კითხვაზე პასუხად შეიძლება გითხრათ რამე ევროკავშირთან დაკავშირებით. თქვენ როცა კითხვას სვამთ, მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, ან ჰერჩინსკის განცხადებაზე. ჰერჩინსკიმ რა გააკეთა, ჯერ ერთი კონცერტის გაკეთება უნდოდათ ევროკავშირის დაფინანსებით და მაინცდამაინც, შემთხვევით მიაგნეს მხოლოდ იმ მუსიკოსს, რომელიც მღეროდა ამ ცნობილ სიმღერა „ოლე ოლას“. პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს 1 120 000 მოქალაქეს. მაინცდამაინც ისე დაემთხვა, რომ ევროკავშირი იწვევდა ამ ადამიანს კონცერტზე. ის კონცერტი გაუქმდა იმიტომ, რომ საფრთხე დაინახა კონკრეტულმა მომღერალმა, გავიდა რამდენიმე დღე და კიდევ ერთი კონცერტი იმართება და ჰოი საოცრებავ, ისევ დაემთხვა, კიდევ ერთი „ოლე ოლას“ მომღერალი. ეს ხომ პოლიტიკური განაცხადია. 150 კაცი შეკრიბეს, სასტუმროს ეზოში მოაწყვეს კონცერტი. ჰერჩინსკიზე თუ დამისვამთ კითხვას, მე რას ვფიქრობ იმაზე, რომ „ოლე ოლას“ შემსრულებელი მიიწვია მაინცდამაინც კონცერტზე, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, რომ ჰერჩინსკი თავს ესხმის ქართველ ხალხს, 1 120 000 ადამიანს მძაფრი ფორმით, შეურაცხმყოფელი ფორმით. რა თქმა უნდა, ამას გიპასუხებთ. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის ბიუროკრატიაზე, ჩვენ ვსაუბრობთ პასუხად კითხვებზე და ეს კითხვები ეხება ხოლმე მათ თავდასხმებს ქართველ ხალხზე. მარტივად არის საქმე. ჩვენ ხმას არ ვიღებთ, თქვენ გვისვამთ კითხვას, ევროპარლამენტი თავს დაესხა ქართველ ხალხს, დაამტკიცა რეზოლუცია, ან ჰერჩინსკი თავს დაესხა ქართველ ხალხს, როდესაც „ოლე ოლას“ მომღერლებთან ერთად გამართა კონცერტი. ამ კითხვაზე, რა თქმა უნდა, პასუხს გაგცემთ და ეს პასუხი, ბუნებრივია, ვერ იქნება დადებითი. მარტივად არის საქმე - რა შუაშია ჩვენგან თავდასხმა. საქართველოს სუვერენიტეტი დავთმოთ, მშვიდობა, თუ განვითარება, რა დავთმოთ?. ერთადერთი, რასაც ვერ დავთმობთ, არის ეს ღირებულებები, იდენტობასაც ვერ დავთმობთ. დანარჩენი ყველა საკითხთან დაკავშირებით ღია ვართ დისკუსიისთვის, კანონი იქნება თუ ნებისმიერი სხვა რამ, მზად ვართ დისკუსიისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 209 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს და რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით 50 000 და 100 000 ლარი ხელფასირუსთავი 2
  • კობახიძე რუსულ ემბარგოზე: იმედი გვაქვს გადაწყვეტილება შეიცვლებაფორმულა
  • არავითარი კომუნიკაცია არ არსებობს ივანიშვილს და ნანა ყეინიშვილს შორის - კობახიძეტვ პირველი
  • ყველაფერს მოეფინა ნათელი ძალიან მარტივად – კობახიძე დავითაძის საქმის გამოძიებაზენეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

შუამავალი კომპანიების "ჩახსნა" ელექტროენერგიის ტარიფზეც აისახება - კობახიძე

შუამავალი კომპანიების "ჩახსნა" ელექტროენერგიის ტარიფზეც აისახება - კობახიძე

BM.GE

ინდოეთმა რუპიის კურსის დასაცავად მკაცრი შეზღუდვები დააწესა

ინდოეთმა რუპიის კურსის დასაცავად მკაცრი შეზღუდვები დააწესა

BM.GE

ჩვენი ამოცანაა, საქართველო-უზბეკეთის ვაჭრობის მოცულობამ $1 მილიარდს მიაღწიოს - მარიამ ქვრივიშვილი

ჩვენი ამოცანაა, საქართველო-უზბეკეთის ვაჭრობის მოცულობამ $1 მილიარდს მიაღწიოს - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს

BM.GE