მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჩვენი მიზანია, რომ შევაჩეროთ პროპაგანდა" - ბრიტანეთის ელჩი "იმედის“ და POSTV-ის დასანქცირების მიზეზებს განმარტავს
"ჩვენი მიზანია, რომ შევაჩეროთ პროპაგანდა" - ბრიტანეთის ელჩი "იმედის“ და POSTV-ის დასანქცირების მიზეზებს განმარტავს

"ჩვენი მიზანია, რომ შევაჩეროთ პროპაგანდა" - ბრიტანეთის ელჩი "იმედის“ და POSTV-ის დასანქცირების მიზეზებს განმარტავს

BM.GE13 ნოემბერი, 2026, 18:34|bm.ge

დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მთავარი მიზანი უკრაინის სუვერენიტეტის დამაზიანებელი პროპაგანდის შეჩერებაა. საკითხზე BMG tv-ის გადაცემა "ანალიტიკასთან" ინტერვიუში ბრიტანეთის ელჩმა ისაუბრა. გარეთ უორდი მედიის თავისუფლების უფრო ფართო პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ მედიასექტორზე ზეწოლის საკითხთან დაკავშირებით შეშფოთებას არა მხოლოდ გაერთიანებული სამეფო, არამედ ევროპული ქვეყნების უფრო ფართო ჯგუფიც გამოხატავს.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ჩვენი რეჟიმის ფარგლებში, ჩვენი მიზანია დავეხმაროთ უკრაინას თავისი სუვერენიტეტის დაცვაში და შევაჩეროთ პროპაგანდა, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს. ეს არის ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი და სწორედ ამიტომ ვიღებთ ზომებს, მათ შორის იმ ზომებს, რომლებსაც თქვენ გულისხმობთ საქართველოში“, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა BMG-ის გადაცემაში გიორგი ისაკაძესთან და ელენე კვანჭილაშვილთან ინტერვიუში განაცხადა.

ელჩის განმარტებით, საქართველოში მედიასთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ სანქციებით არ შემოიფარგლება და ქვეყანაში მედიის თავისუფლების უფრო ფართო პრობლემაც არსებობს.

„საქართველოში არსებობს უფრო ფართო საკითხი მედიის თავისუფლების შესახებ. ჩვენ ვართ მედიის თავისუფლების კოალიციის წევრები და შეგიძლიათ წაიკითხოთ მედიის თავისუფლების კოალიციის რამდენიმე განცხადება, რომლებიც გამოხატავს გარკვეულ შეშფოთებას საქართველოში მედიასექტორზე ზეწოლის გამო მთლიანობაში. ასე რომ, ეს არის გზავნილები, რომლებსაც არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთი უგზავნის საქართველოს, არამედ ევროპული ქვეყნების უფრო დიდი ჯგუფი აგზავნის ზუსტად ამავე გზავნილს“, - განაცხადა გარეთ უორდმა.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები „იმედი“ და POSTV რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის ფარგლებში დაასანქცირა. ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, სანქციების საფუძველი უკრაინის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისა და რუსეთის სასარგებლო პროპაგანდის გავრცელება იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: იმედი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • ლევან მახაშვილი: პარტნიორობა არ ნიშნავს, რომ დახურო სახელმწიფო და გადააბარო ბრიუსელი იქნება თუ სხვა. გვაქვს იმედი, რომ შევძლებთ დიალოგის რეჟიმში გაუგებრობების გადალახვას. შეიძლება კომპრომისების მოძიებაც, არა მიტინგებზე დგომით, არამედ დიალოგის მაგიდასთანრუსთავი 2
  • „ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია“ – პაველ ჰერჩინსკიფორმულა
  • სააკაშვილი: სამი მთავარი სიტყვა “გაგვიბანძეს” - იმედი, მშვიდობა და ოცნება"ტვ პირველი
  • 2025-ში სახელისუფლებო ტელევიზიებზე საბიუჯეტო რეკლამების 97.81% მოდიოდა, საიდანაც „იმედის“ წილი 65.21% იყო – MDFნეტგაზეთი
იმედი →

მსგავსი სტატიები

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE