მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დღეს შემიძლია განვაცხადო ახალ პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას დააკავშირებს ევროპულ ბაზართან - ურსულა ფონ დერ ლაიენი
დღეს შემიძლია განვაცხადო ახალ პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას დააკავშირებს ევროპულ ბაზართან - ურსულა ფონ დერ ლაიენი

დღეს შემიძლია განვაცხადო ახალ პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას დააკავშირებს ევროპულ ბაზართან - ურსულა ფონ დერ ლაიენი

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 17:15|bm.ge

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას საერთაშორისო დაკავშირებადობის ახალ ინიციატივაზე განაცხადა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ დააკავშირებს ევროპულ ბაზართან.

როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, აღნიშნული მარშრუტი სწორედ ის არის, რასაც „შუა დერეფანს“ ვუწოდებთ.

"ამ გარდამტეხ ეპოქაში, ჩვენი კეთილდღეობა და უსაფრთხოება მხოლოდ ქვეყნის შიგნით ვერ აშენდება. წელს ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გავაფორმეთ ინდოეთთან, მექსიკასთან, ავსტრალიასა და ინდონეზიასთან. ახლა სავაჭრო შეთანხმებები 80-ზე მეტ ქვეყანასთან გვაქვს იმაზე მეტთან, ვიდრე მსოფლიოში ნებისმიერს. ბიზნესი კი ჩვენგან კიდევ უფრო მეტს ითხოვს. დღეს შემიძლია განვაცხადო საერთაშორისო დაკავშირებადობის ახალ პროექტზე. ის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ დააკავშირებს ევროპულ ბაზართან, რასაც ჩვენ „შუა დერეფანს“ ვუწოდებთ. "Global Gateway"-ის მეშვეობით, ჩვენი მიზანია 12 მილიარდ ევრომდე საჯარო და კერძო ინვესტიციის მოზიდვა. ჩვენი ამოცანაა მარშრუტების დივერსიფიკაცია, სავაჭრო ნაკადების გასამმაგება და სატვირთო გადაზიდვების ტრანზიტის დროის მკვეთრი შემცირება 2030 წლისთვის.ამ ყოველივეს რეალობად ქცევისთვის, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, რეგიონული დაკავშირებადობის სამიტს ორგანიზებას გავუწევთ", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შუა დერეფანი არის მულტიმოდალური მარშრუტი, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს კასპიის ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის გავლით. Global Gateway კი, რაზეც ევროკომისიის პრეზიდენტი საუბრობს ევროკავშირის მასშტაბური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით მდგრადი და საიმედო ინფრასტრუქტურული კავშირების განვითარებას. პროექტი შეიქმნა ჩინეთის „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ევროპულ ალტერნატივად. პროექტის ფარგლებში, 2021-2027 წლებში დაგეგმილია ჯამში 300 მილიარდი ევროს მობილიზება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

[რეგულაციის გამკაცრება] მომხმარებლების ნაწილის მისოებში ლომბარდების მიმართულებით გადადინებას გამოიწვევს - "ევროკრედიტი"

[რეგულაციის გამკაცრება] მომხმარებლების ნაწილის მისოებში ლომბარდების მიმართულებით გადადინებას გამოიწვევს - "ევროკრედიტი"

BM.GE

უგზოობა და საცობები გუდაურში - მოუსწრებს თუ არა ინფრასტრუქტურული პრობლემები ზამთრის სეზონს|GMRBA

უგზოობა და საცობები გუდაურში - მოუსწრებს თუ არა ინფრასტრუქტურული პრობლემები ზამთრის სეზონს|GMRBA

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE