მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკავშირის ახალ სანქციებში საქართველოში მოქმედი კრიპტოპლატფორმებიც მოხვდნენ
ევროკავშირის ახალ სანქციებში საქართველოში მოქმედი კრიპტოპლატფორმებიც მოხვდნენ

ევროკავშირის ახალ სანქციებში საქართველოში მოქმედი კრიპტოპლატფორმებიც მოხვდნენ

BM.GE24 ივლისი, 2026, 01:40|bm.ge

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომლის მიზანიც კრემლის სამხედრო მანქანის დაფინანსების წყაროებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალური შეზღუდვაა.

ეს გახლავთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სანქციების რაუნდი, რომელიც ფინანსურ, ენერგეტიკულ და სამხედრო-სამრეწველო სექტორებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ამჯერად ევროპული შეზღუდვების არეალში საქართველოში მოქმედი კრიპტოპლატფორმებიც მოხვდნენ.

ახალი პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა ტრანზაქციების აკრძალვა დააანონსა 14 კრიპტოპლატფორმის წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში ოპერირებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ სანქცირებული კრიპტოპლატორმების სია ამ ეტაპზე უცნობია, ასევე არ არის დაზუსტებული ის, თუ ზემოხსენებული 14 კომპანიიდან რამდენი ოპერირებს საქართველოში და არიან თუ არა ისინი ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული სუბიექტები.

ევროპული მხარის განცხადებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს იმ ფინანსური არხების გადაკეტვას, რომელთაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით იყენებს. ამასთანავე, ევროკავშირმა პირველად შემოიღო პრეცედენტული სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც ითვალისწინებს მესამე ქვეყნების კრიპტოპროვაიდერების სრულ აკრძალვას, თუკი დადგინდება მათი მონაწილეობა სანქცირებულ ოპერაციებში და არალეგალურ აქტივობებში.

ზოგადად, სანქციების 21-ე პაკეტი სულ 218 ახალ ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს. მათ შორის არის 94 ბანკი და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი, რომელთაც აქტივები გაეყინათ, ასევე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხომალდები და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 56 სუბიექტი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 108 სტატია.

  • ლევან მახაშვილი: რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რასაც აღვივებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ხელს უშლის პროცესს - ასუსტებს ქვეყანას შიგნიდან და დასუსტებული ქვეყანა ევროკავშირთან უკეთეს პირობებში ვერ მოილაპარაკებსიმედი
  • ევროკავშირმა სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის ორწლიანი დროებითი ზომები შეათანხმაფორმულა
  • გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას ბელგია ეწინააღმდეგება და საკითხის გადაწყვეტისას ევროკავშირის ქვეყნებს შორის პასუხისმგებლობის სამართლიან გადანაწილებას ითხოვსრუსთავი 2
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

BM.GE

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

BM.GE

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

BM.GE

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

BM.GE