მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Grand Avenue by Archi-ს პროექტში პირველი 5*-იანი Hilton-ი გაიხსენება - ილია წულაია
Grand Avenue by Archi-ს პროექტში პირველი 5*-იანი Hilton-ი გაიხსენება - ილია წულაია

Grand Avenue by Archi-ს პროექტში პირველი 5*-იანი Hilton-ი გაიხსენება - ილია წულაია

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 13:07|bm.ge

„არქის“ დამფუძნებლისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, Grand Avenue-ს მულტიფუნქციური კომპლექსში პირველი 5*-იანი Hilton-ი გაიხსენება - ამის შესახებ მან „საქმიან დილასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ილია წულაიამ აღნიშნა, რომ დეველოპერული პროექტი საერთაშორისო არქიტექტურული და დიზაინერულ კომპანიებთან პარტნიორობით შეიქმნა და მასში, არაერთი საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი.

„აქ უნდა გაკეთდეს საოცარი რაღაცა, ბევრს ექნება ნანახი ევროპაში, პარიზში, ლონდონში ძველი ქარხნებით გადაკეთებული შენობები, სადაც არის კაფეები, რესტორნები, გასართობი ცენტრები, მაღაზიები, საბავშვო და ე.წ. ქოვორქინგ სივრცეები სტარტაპერებისთვის, ახალგაზრდებისთვის, იმიტომ, რომ ეს ადგილი, შენობა, ტერიტორია იმსახურებს ამას. ამასთან, მზიურზე დიდი პარკი გვექნება. ასევე ამ შენობის გვერდით ვაშენებთ სპორტულ კომპლექსს, სადაც იქნება 3000 კვადრატულზე მეტი ფართის სპორტული დარბაზი, 31-მეტრიანი აუზი - ღია და დახურული, რომელსაც ხედი ექნება ქალაქზე, ასევე სპა ცენტრი. გარდა ამისა, პადელ ცენტრი, სადაც იქნება ცხრა პადელის კორტი, ასევე ჩოგბურთის კორტები, ფეხბურთის მოედნები, კალათბურთის მოედნები.

ამ ყველაფრით არ დავკმაყოფილდებით და უკვე შემოვიყვანეთ ბრენდული რეზიდენციები - მაგალითად „ვინდამ რეზიდენსს“ ვაკეთებთ ამ ტერიტორიაზე. კიდევ ერთ სიახლეს ვიტყვი - ვაკეთებთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს „ჰილტონს“. ფაქტობრივად მემორანდუმი უკვე გაფორმებული გვაქვს და უახლოეს პერიოდში უკვე კონტრაქტს გავაფორმებთ. ეს იქნება პირველი ხუთვარსკვლავიანი „ჰილტონი“ თბილისში“, - განაცხადა ილია წულაია, თუმცა დეტალების გაჟღერებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას ამ პროექტსაც წარუდგენენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

BM.GE

ზოგიერთი საფინანსო ინსტიტუტი საქართველოს ბაზარზე პოლიტიკურ და რეგიონულ რისკებს ხედავს - ბესიკ შენგელია

ზოგიერთი საფინანსო ინსტიტუტი საქართველოს ბაზარზე პოლიტიკურ და რეგიონულ რისკებს ხედავს - ბესიკ შენგელია

BM.GE

როგორც ყველა რეგულაციას, ამასაც ორი მხარე აქვს - ირაკლი უგლავა ღვინის სერტიფიცირების საფასურზე

როგორც ყველა რეგულაციას, ამასაც ორი მხარე აქვს - ირაკლი უგლავა ღვინის სერტიფიცირების საფასურზე

BM.GE

Techstars-ის პროგრამის დასრულების შემდეგ, Tasteit რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს

Techstars-ის პროგრამის დასრულების შემდეგ, Tasteit რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს

BM.GE