მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა - ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს
ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა - ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს

ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა - ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს

BM.GE12 ივნისი, 2026, 16:17|bm.ge

საქართველოს დროით 15 ივნისს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენი და თიბისის ბრენდ ამბასადორი - ილია თოფურია UFC-ის ისტორიულ ღონისძიებაზე იბრძოლებს - ტურნირზე, რომელიც პირველად გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციის, თეთრი სახლის ტერიტორიაზე.

UFC Freedom 250 ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს ეძღვნება და ფართომასშტაბიანი აღნიშვნის ნაწილს შეადგენს.

ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება საქართველოს დროით 15 ივნისს, გამთენიას შედგება და მთავარ ბრძოლაში მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ამერიკელთან ტიტულის პირველ დაცვას შეეცდება.

მთავარი ბრძოლა არა მხოლოდ საჩემპიონო ქამრის დაცვაა, არამედ სპორტის ისტორიის ნაწილი, რომელსაც მილიონობით ადამიანი მიადევნებს თვალს მთელ მსოფლიოში. თიბისისთვის განსაკუთრებით საამაყოა პარტნიორობა ადამიანთან, რომელიც მიზანდასახულობით, გამბედაობითა და მუდმივი განვითარების სურვილით ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია.

ილიასთვის ეს ბრძოლა ჩვეულებრივი სატიტულო დაცვა არ არის - სპორტული, ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა მის კარიერაში.

საზღვრები იმისთვის არსებობს, რომ გადალახო, მუდმივად განვითარდე, ახალი შესაძლებლობები დაინახო და მიზნისკენ ჯიუტად და თავდაჯერებულად იარო - სწორედ, ამ ღირებულებებზე დგას თიბისის და ილიას პარტნიორობა. ეს ბრძოლა კი, ილიასთვის მორიგი შესაძლებლობაა, საკუთარი მიზანდასწრაფულობა და გამარჯვებისკენ სწრაფვა მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ დაამტკიცოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • საქართველოს პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართაიმედი
  • აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამოფორმულა
  • ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მისია დაამტკიცანეტგაზეთი
  • სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება - სასამართლომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღორუსთავი 2
ბრძოლის →სახლის →

მსგავსი სტატიები

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

BM.GE

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

BM.GE

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

BM.GE

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

BM.GE