მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

BM.GE24 ივლისი, 2026, 18:20|bm.ge

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ქმნის ისეთ პროდუქტებსა თუ სერვისებს, რომლებიც ამარტივებს მომხმარებლების ყოველდღიურობას. ბანკი განსაკუთრებით ზრუნავს თვითდასაქმებულებზე და ერთ წელზე მეტია, აძლევს შესაძლებლობას, სამომხმარებლო სესხი პირდაპირ მობაილბანკიდან აიღონ - არ აქვს მნიშვნელობა შემოსავალი საბანკო ანგარიშზე პირადი ჩარიცხვებით უფიქსირდებათ თუ ნაღდი ანგარიშსწორებით.

სესხის მოთხოვნის შემდეგ თვითდასაქმებული მომხმარებელი მობაილბანკში უთითებს საქმიანობასა და შემოსავალს, ხოლო სისტემა ავტომატურად ამოწმებს ანგარიშზე არსებულ ჩარიცხვებს, რის საფუძველზეც უმტკიცდება ან არ უმტკიცდება სესხი. თუ შემოსავალი საბანკო ანგარიშზე არ ფიქსირდება, მომხმარებელს შეუძლია მარტივი პროცედურით დაადასტუროს საკუთარი საქმიანობა.

სწორედ საქმიანობის დადასტურების პროცესი გახდა კიდევ უფრო მარტივი. თუ აქამდე ამისთვის ბანკის წარმომადგენლის სამუშაო ადგილზე ფიზიკური ვიზიტი იყო საჭირო, რაც დამატებით დროს მოითხოვდა, ახლა საქმიანობის დადასტურება ონლაინ, ვიდეოვიზიტითაც არის შესაძლებელი.

ვიდეოვიზიტის დასაჯავშნად მომხმარებელი:

• უნდა შევიდეს მობაილბანკში და მოითხოვოს სესხის ლიმიტი; • აირჩიოს მისთვის სასურველი დღე და დრო ვიდეოვიზიტისთვის; • ვიდეოზარის დროს იმყოფებოდეს სამუშაო ადგილზე და უპასუხოს რამდენიმე მარტივ კითხვას საკუთარი საქმიანობის შესახებ.

პროცედურის დასრულების შემდეგ მომხმარებელი ტელეფონზე მიიღებს შეტყობინებას, ხოლო სესხის დამტკიცების შემთხვევაში თანხა ანგარიშზე მომენტალურად ჩაერიცხება.

თვითდასაქმებულებს შორის არიან ფრილანსერები, ხელოსნები, მკერავები, ავტომექანიკოსები, სტილისტები და სხვა პროფესიის ადამიანები, ვისთვისაც საქმიანობის დადასტურება აქამდე დამატებით დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა. ვიდეოვიზიტის დანერგვით ეს პროცესიც სრულად ციფრული, უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გახდა.

თიბისი აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას, რათა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის ფინანსურ პროდუქტებზე წვდომა კიდევ უფრო მარტივი და მოქნილი გახდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 83 სტატია.

  • ლევან მახაშვილი: რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რასაც აღვივებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ხელს უშლის პროცესს - ასუსტებს ქვეყანას შიგნიდან და დასუსტებული ქვეყანა ევროკავშირთან უკეთეს პირობებში ვერ მოილაპარაკებსიმედი
  • ევროსასამართლოს ქართველი მოსამართლის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არაა — საიანეტგაზეთი
  • პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 1 800-მდე აბიტურიენტს მიეცა საშუალება, ხელახლა აირჩიოს პროფესია და მეორადი ჩარიცხვის პროცესი განხორციელდეს - ნინო წილოსანირუსთავი 2
  • რა ხდებოდა ლილუაშვილის დახურულ პროცესზე - დეტალები სასამართლოდანტვ პირველი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

BM.GE

ოზურგეთი-გომის მთის გზაზე მე-16 კმ-ზე ტრანსპორტის მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

ოზურგეთი-გომის მთის გზაზე მე-16 კმ-ზე ტრანსპორტის მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

BM.GE

OPEC-მა ნავთობის მოპოვების კვოტები უცვლელად დატოვა

OPEC-მა ნავთობის მოპოვების კვოტები უცვლელად დატოვა

BM.GE

ავტოაუქციონი ბათუმში - წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები

ავტოაუქციონი ბათუმში - წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები

BM.GE