მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა

კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა

BM.GE15 მაისი, 2026, 14:21|bm.ge

Eagle Hills (არაბთა გაერთიანებული საამიროები) საერთაშორისო პორტფელს ზრდის. ლანდშაფტსა და ცხოვრების მაღალ ხარისხზე ორიენტირებული მორიგი პროექტი, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ხელუხლებელ ეკოლოგიურ გარემოში აშენდება.

აბუ-დაბიში დაფუძნებულმა უძრავი ქონების დეველოპერულმა და საინვესტიციო კომპანია Eagle Hills-მა, მონტენეგროში შასის ტბის სანაპიროზე დასასვენებელი და საცხოვრებელი კომპლექსის- ŠAS Heights მშენებლობის შესახებ 14 მაისს გამოაცხადა.

პროექტი მონტენეგროს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და დაცულ რეგიონში განხორციელდება. Eagle Hills-ს სხვა პროექტების მსგავსად, ŠAS Heights ლანდშაფტთან ინტეგრირებული პროექტია.

კომპანიის განვითარების ფილოსოფია გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებისა და კეთილდღეობის შექმნას ეფუძნება. პროექტის მიზნია, სტუმარ-მასპინძლობის, საცხოვრებელი გარემოსა და გარემოსდაცვითი ბალანსის შექმნა დაბალი სიმჭიდროვის გენერალური გეგმის ფარგლებში, რაც სიმყუდროვესა და ბუნებასთან კავშირს უზრუნველყოფს.

ეს პროექტი კიდევ უფრო აძლიერებს Eagle Hills-ის მზარდ გლობალურ პორტფელს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მოიცავს: 100 000-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს; 50-ზე მეტ სასტუმროს და 10000-ზე მეტ სასტუმრო ნომერს; 6 სავაჭრო ცენტრს.

ŠAS Heights გააერთიანებს სტუმარ-მასპინძლობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს, ბიომრავალფეროვნებითა და ბუნებრივი სილამაზით გამორჩეულ გარემოში.

ბუნებისა და ცხოვრების მაღალი ხარისხის შერწყმაზე დაფუძნებული პროექტი

როგორც სრულყოფილი დანიშნულების ადგილი, ŠAS Heights მოიცავს: მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსს; კერძო ვილებს; სერვისულ აპარტამენტებსა და ველნესს.

კომპლექსი შედგება 29 პრემიუმ კლასის ვილისგან, 30 საცხოვრებელი კორპუსისა და 69 სასტუმრო ნომრისგან. ყველა მათგანი დაპროექტებულია ისე, რომ შენარჩუნდეს ხედები, სივრცე და ჰარმონია ბუნებასთან. მთებსა და შასის ტბას შორის მოქცეული არქიტექტურა, ორიენტირებულია ტბისა და მთების პანორამულ ხედებზე. პროექტის იდენტობის მთავარი ნიშანია ადგილობრივი ფლორა, ნატურალური მასალები და ღია რელიეფი.

თავად შასის ტბა აღიარებულია გადამფრენი და ადგილობრივი ფრინველების მნიშვნელოვან ჰაბიტატად, რაც ტერიტორიის განსაკუთრებულ ბიომრავალფეროვნებაზე მიანიშნებს. პროექტი ეყრდნობა ეკო-ცნობიერ მიდგომას, რომელიც ფოკუსირებულია გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასა და მდგრადი ტურიზმის განვითარებაზე.

სტრატეგიული მდებარეობა

ŠAS Heights მდებარეობს მონტენეგროს სამხრეთ ნაწილში, სამ საერთაშორისო აეროპორტთან: პოდგორიცა (93.5 კმ); ტივატი (108 კმ); დუბროვნიკი (157 კმ).

დანიშნულების ადგილი ასევე ახლოსაა იუნესკოს (UNESCO) მიერ დაცულ კოტორის ყურესთან და ადრიატიკის სანაპიროსთან. ზღვის დონიდან 20-45 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ŠAS Heights სტუმრებს სიმშვიდეს, სიმყუდროვესა და ხარისხს შესთავაზებს.

მონტენეგროს მდგრადი ტურიზმის ხედვის მხარდაჭერა

ŠAS Heights ჩაფიქრებულია როგორც ყველა სეზონის დანიშნულების ადგილი, რომელიც ხელს შეუწყობს ულცინისა და ადრიატიკის რეგიონის საერთაშორისო პოზიციონირებას. მოსალოდნელია, რომ პროექტი მიიზიდავს საერთაშორისო ვიზიტორებს, რომლებიც ეძებენ ველნესს, ბუნებასთან სიახლოვეს და უმაღლეს ხარისხს.

მოჰამედ ალაბარის ხელმძღვანელობით, Eagle Hills-მა შექმნა ინტეგრირებული მიმართულებების გლობალური პორტფელი, რომელიც გამოირჩევა მკაფიო არქიტექტურითა და გრძელვადიანი ღირებულებით. საამიროებიდან ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკამდე, თითოეული პროექტი ერთგულია კომერციულად მდგრადი და გარემოსთან მჭიდროდ დაკავშირებული პროექტებისადმი.

„Šas Heights გამოხატავს ჩვენს რწმენას, რომ ყველაზე ღირებული დანიშნულების ადგილები გარემოსთან ჰარმონიაში იქმნება. პროექტის ყოველი დეტალი გათვლილია შასის ტბის ბუნებრივი ხასიათის შენარჩუნებაზე“, – აცხადებენ კომპანიაში.

Eagle Hills აბუ-დაბიში დაფუძნებული კერძო დეველოპერია, რომლის პორტფელის ჯამური საინვესტიციო ღირებულება, 17-ზე მეტ ქვეყანაში, 80 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. კომპანია ქმნის ობიექტებს, რომლებიც გამოირჩევა მაღალი არქიტექტურული ხარისხითა და ლანდშაფტთან კავშირით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE