მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „მერია მაბრკოლებს და არ მაძლევს ნებართვას“ - ლაურა ღაჭავა „ჩაინა ლილო სითის“ პროექტზე
„მერია მაბრკოლებს და არ მაძლევს ნებართვას“ - ლაურა ღაჭავა „ჩაინა ლილო სითის“ პროექტზე

„მერია მაბრკოლებს და არ მაძლევს ნებართვას“ - ლაურა ღაჭავა „ჩაინა ლილო სითის“ პროექტზე

BM.GE31 მაისი, 2026, 18:00|bm.ge

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას განცხადებით, „ჩაინა ლილო სითისთან“ დაკავშირებული პროექტი თბილისის მერიის მხრიდან ნებართვის გაცემის პრობლემების გამო ჭიანურდება. ამის შესახებ მან გამოცემა BM.GE-სთან ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ლილოში მდებარე „ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიაზე, რომელიც ე.წ. ჩინური ქალაქის სახელითაა ცნობილი, 2019 წლის 6 ივნისს ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაახლოებით 2000 კვ.მ ფართობი დაიწვა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ძირითადად სამოსის საწყობები და სავაჭრო ობიექტები იყო განთავსებული.

ღაჭავას თქმით, ამჟამად ობიექტი იჯარით არის გადაცემული ჩინელ ინვესტორებზე, რომლებიც ტერიტორიაზე საქმიანობას განაგრძობენ, თავად კი საოპერაციო პროცესებში აღარ მონაწილეობს.

„მე იჯარით მაქვს მიცემული მთლიანად ჩინელებისთვის… თვითონ ჩინელები აქტიურად მუშაობენ და სარგებლობენ ამ ბაზრობიდან. მე ამ საქმეში აღარ ვერევი, რადგან მოიჯარეები არიან და მათთან არანაირი შეხება აღარ მაქვს“, - აცხადებს ღაჭავა.

მისივე თქმით, ძირითადი პრობლემა ახალი განვითარების პროექტის დაწყებასთან დაკავშირებული ნებართვის არარსებობაა. როგორც ბიზნესმენი ამბობს, პროცესი რამდენჯერმე შეფერხდა.

„მერია მაბრკოლებს და არ მაძლევს ნებართვას და არც მიხსნის რას, რომ დავიწყო და გავაკეთო და რა ხდება ვერ გავიგე. ეს არეულობა და სიბინძურე რაც არის ტერიტორიაზე არ მინდა, რომ ქალაქის ცენტრში იყოს. ლილოში კი ვართ, მაგრამ მე ამას ცენტრადაც ვთვლი, რადგან ტურისტული მარშრუტია - კახეთისკენ მიმავალ გზაზე უამრავი ადამიანი გადის და ასეთი სურათი უბრალოდ სირცხვილია“.

ღაჭავას განმარტებით, პროექტის განვითარება წარსულშიც შეფერხდა. მისი თქმით, პროექტის ნებართვის მიღებიდან მალევე ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია დაიწყო, რის გამოც სამუშაოები შეჩერდა.

„მაშინ ნებართვა ავიღეთ, მაგრამ მეორე-მესამე დღეს კორონამ იფეთქა, მთელი ქვეყანა გაჩერდა და ჩვენც გავჩერდით. მაშინაც მითხრეს, არ ინერვიულო ეს გაგრძელდება და ჩვეულებრივად გააგრძელებო და დაიწყებო“, - აღნიშნავს იგი და დასძენს, რომ მოგვიანებით ხელახლა შეტანილ განაცხადზე პასუხი ვერ მიიღო : "ახლა რომ მივიტანეთ, გვითხრეს, რომ დროში ამოვარდნილია და თავიდან უნდა შემოიტანოთ განაცხადი. ხელახლა შევიტანე, მაგრამ არც პასუხი მომსვლია - არც უარი და არც თანხმობა", - აცხადებს ღაჭავა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE