მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მეწყერის შედეგად გომბორის გზის დაზიანებული 42-ე კმ-ის აღდგენაზე ₾2.2 მლნ დაიხარჯება - როდის დასრულდება პროექტი?
მეწყერის შედეგად გომბორის გზის დაზიანებული 42-ე კმ-ის აღდგენაზე ₾2.2 მლნ დაიხარჯება - როდის დასრულდება პროექტი?

მეწყერის შედეგად გომბორის გზის დაზიანებული 42-ე კმ-ის აღდგენაზე ₾2.2 მლნ დაიხარჯება - როდის დასრულდება პროექტი?

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 19:40|bm.ge

ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე მეწყერის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა-გამაგრებისა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 254 269 ლარით ფინანსდება, სამუშაოების დასრულება კი 2027 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

"აღნიშნულ მონაკვეთზე განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა გზის სავალი ნაწილი მნიშვნელოვნად დააზიანა. პრობლემის აღმოსაფხვრელად საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გამაგრების კომპლექსურ სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მეწყრული მონაკვეთის გამაგრება, გზის სავალი ნაწილის აღდგენა და წყალარინების მოწესრიგება. მოეწყობა ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, სანიაღვრე არხი და ბეტონის ბლოკები, ხოლო გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. ამ ეტაპზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების დასრულების შედეგად აღდგება და გამაგრდება მეწყრის შედეგად დაზიანებული მონაკვეთი და უზრუნველყოფილი იქნება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება", - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 110 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

საუდის არაბეთმა სინგაპურში ნავთობის შენახვის გადაწყვეტილება მიიღო

საუდის არაბეთმა სინგაპურში ნავთობის შენახვის გადაწყვეტილება მიიღო

BM.GE

წელს გაიზარდა დიდი ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა და ფასიც - TBC Capital

წელს გაიზარდა დიდი ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა და ფასიც - TBC Capital

BM.GE

9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა მოცულობის ტვირთები მოძრაობს ნავსადგურში?

9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა მოცულობის ტვირთები მოძრაობს ნავსადგურში?

BM.GE

MTA საბაგიროების აბონემენტების გაყიდვის წესს ცვლის - ბილეთები მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე გაიყიდება

MTA საბაგიროების აბონემენტების გაყიდვის წესს ცვლის - ბილეთები მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე გაიყიდება

BM.GE