მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ ინვესტორს რიკოთის ქარის სადგურის ასაშენებლად, ხაშურის მუნიციპალიტეტში მიწები 49 წლით გადასცა
მთავრობამ ინვესტორს რიკოთის ქარის სადგურის ასაშენებლად, ხაშურის მუნიციპალიტეტში მიწები 49 წლით გადასცა

მთავრობამ ინვესტორს რიკოთის ქარის სადგურის ასაშენებლად, ხაშურის მუნიციპალიტეტში მიწები 49 წლით გადასცა

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 15:40|bm.ge

მთავრობამ კომპანია „ტაბას“ ხაშურის მუნიციპალიტეტში 33 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 2 504 კვ.მ.-ის აღნაგობის უფლებით 49 წლის ვადით გადასცა.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 4 სექტემბრის 2060 განკარგულების მიხედვით, წლიურ სარგებლობაში გადაცემისთვის კომპანიამ ყოველწლიურად 7,494 ლარი უნდა გადაიხადოს.

კომპანიამ გადაცემული ქონება „რიკოთი ქარის ელექტროსადგურის“ აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უნდა გამოიყენოს, რომლის აშენებაც საქართველოს მთავრობის, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორის“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და შპს „ტაბას“ შორის 2024 წლის 17 ივლისს დადებული ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

კომპანია „ტაბას“ მთავრობამ „რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად ხაშურსა და ხარაგაულში 29 მიწის ნაკვეთი 49 წლის ვადით აღნაგობის უფლებით მიმდინარე წლის მარტშიც გადასცა. მთავრობის 538-ე განკარგულების მიხედვით, კომპანიამ ჯამურად 60 065 მ²-ის არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით მიღებისთვის, ყოველ წელს ბიუჯეტში 35 480 ლარი უნდა გადაეხადა.

ბიზნეს რეესტრის მიხედვით, შპს ტაბა 2013 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მისი 50%-იანი წილის მფლობელი ნიდერლანდური შპს რიკოთი ენერჯი ბი ვი, 50%-ის კი თურქული „ანადოლუ კაფკასია ენერჟი იატირიმლარი“ არიან. კომპანიას დირექტორთა საბჭო მართავს, რომელიც 7 წევრისგან არის დაკომპლექტებული, მათგან 6 თურქეთის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 118 სტატია.

  • ოცნების მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გელა ჭიღლაძის საქმე წააგოფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილირუსთავი 2
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

უკრაინის განცხადებით, შეზღუდვების შემდეგ, Starlink-ი კვლავ სტაბილურად მუშაობს

უკრაინის განცხადებით, შეზღუდვების შემდეგ, Starlink-ი კვლავ სტაბილურად მუშაობს

BM.GE

"მიხარია, რომ უნგრეთში ვარ" - რა განიხილა ირაკლი კობახიძემ პეტერ მადიართან?

"მიხარია, რომ უნგრეთში ვარ" - რა განიხილა ირაკლი კობახიძემ პეტერ მადიართან?

BM.GE

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

BM.GE

ტრამპისა და პუტინის შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ში რუსული დიზელის პირველი პარტია გაიგზავნა

ტრამპისა და პუტინის შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ში რუსული დიზელის პირველი პარტია გაიგზავნა

BM.GE