მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობი, დეველოპმენტი და დიდუბის ავტოსადგური - როგორია ანდრია ლილუაშვილის რეგისტრირებული აქტივები?
ნავთობი, დეველოპმენტი და დიდუბის ავტოსადგური - როგორია ანდრია ლილუაშვილის რეგისტრირებული აქტივები?

ნავთობი, დეველოპმენტი და დიდუბის ავტოსადგური - როგორია ანდრია ლილუაშვილის რეგისტრირებული აქტივები?

BM.GE24 ივლისი, 2026, 00:29|bm.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, მას ჩამოერთვა დაახლოებით 35 მილიონი ლარის ღირებულების 70 ერთეული უძრავი ქონება, 17 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, 125 ერთეული ძვირფასეულობა და ფერწერული ტილო, ასევე საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხები.

ანდრია ლილუაშვილი პროკურატურამ 2025 წლის 10 ოქტომბერს დააკავა და დაკავებამდე ის არაერთ ბიზნესში მონაწილეობდა.

რა ბიზნესებს უკავშირდება ანდრია ლილუაშვილი?

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, მსჯავრდებული ანდრია ლილუაშვილი არაერთ მსხვილ ბიზნესშია ჩართული. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროებია ნავთობისა და ავტოგაზის იმპორტი და რეალიზაცია, უძრავი ქონების დეველოპმენტი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

რამდენიმე კომპანიას, რომელშიც ლილუაშვილი ფიგურირებს, ფინანსური ანგარიშგება საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული:

• შპს „გაზ იმპექსი“ (ნავთობის იმპორტი) - კომპანიას 2023 წელს 173 მილიონი ლარის შემოსავალი და 10 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა; • შპს „უნიკაი“ / „უნიკაი ჯგუფი“ (ავტოგაზის რეალიზაცია) - გასულ წელს კომპანიის შემოსავალმა 34 მილიონი ლარი, ხოლო მოგებამ 1.7 მილიონი ლარი შეადგინა; • შპს „ჯორჯიან პეტროლიუმ დისტრიბუშენი“ - 2024 წლის მონაცემებით, კომპანიის შემოსავალი 4.6 მილიონი ლარი, ხოლო მოგება 0.3 მილიონი ლარი იყო.

ბიზნესრეესტრის თანახმად, ანდრია ლილუაშვილი შემდეგ საწარმოებსა და ორგანიზაციებში ფლობს წილებს ან იკავებს ხელმძღვანელ პოზიციებს:

• შპს „გაზ იმპექსი“ - მეწილე; • შპს „უნიკაი“ — მეწილე; • შპს „ჯორჯიან პეტროლიუმ დისტრიბიუშენი“ - მეწილე; • სს „დიდუბის ავტოსადგური“ - გამგეობის წევრი; • შპს „საგურამო გარდენს“ - მეწილე; • შპს „ოილ ლენდ“ — მეწილე; • შპს „ოილ ვეი“ — მეწილე; • შპს „გლობალ მენეჯმენტ გრუპ“ - მეწილე; • შპს „გაზინვესტ გორი“ - მეწილე; • შპს „ბაუ სტარ მს“ - მეწილე; • შპს „სმარტკო ნიუ“ - დირექტორი; • შპს „ატლასი-ლკ“ - დირექტორი.

ნავთობპროდუქტების რეალიზატორთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ნავკო“ - დირექტორი;

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ნია“ - დირექტორი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლილუაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • რა უთხრა გამოძიებას გიორგი ლილუაშვილმა. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • რა ხდებოდა ლილუაშვილის დახურულ პროცესზე - დეტალები სასამართლოდანტვ პირველი
  • "ბრალდების მხარემ ამ ეტაპზე დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა" - გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი​რუსთავი 2
  • ლილუაშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე არ მოუმართავს – პროკურორინეტგაზეთი
ლილუაშვილის →

მსგავსი სტატიები

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

BM.GE

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

BM.GE

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

BM.GE

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

BM.GE