მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობიმპორტიორთა კავშირი საწვავის Euro 5 სტანდარტის დროებით შეჩერების ინიციატივით გამოდის
ნავთობიმპორტიორთა კავშირი საწვავის Euro 5 სტანდარტის დროებით შეჩერების ინიციატივით გამოდის

ნავთობიმპორტიორთა კავშირი საწვავის Euro 5 სტანდარტის დროებით შეჩერების ინიციატივით გამოდის

BM.GE25 ივლისი, 2026, 01:00|bm.ge

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, მსოფლიო სანავთობო ბირჟაზე ფასების მორიგი აღმასვლა ფიქსირდება.

ნავთობკომპანიების ინფორმაციით, Platts-ის მიხედვით ნავთობპროდუქტების ფასები პრაქტიკულად პიკურ ნიშნულს დაუბრუნდა. ამ დროისათვის ერთი ტონა ბენზინის ფასი 1140 დოლარს შეადგენს, ხოლო დიზელი კიდევ უფრო გაძვირებულია და 1340 დოლარს აღწევს. ნედლი ნავთობი ბოლო ერთ კვირაში 18%-ით, ერთ თვეში კი თითქმის 40%-მდე გაძვირდა.

საერთაშორისო ბაზრის გავლენით საწვავი ძვირდება საქართველოშიც. ბოლო კვირის განმავლობაში ბრენდირებულ სადგურებზე ფასი დიზელისა და ბენზინის ტიპის საწვავზე 5-დან 15 თეთრის ფარგლებში გაიზარდა.

ნავთობპროდუქტების გაძვირების მორიგი ტალღის პირობებში ნავთობიმპორტიორთა კავშირი მთავრობას საქართველოში მოქმედი ევრო 5 სტანდარტის დროებით შეჩერების ინიციატივით მიმართავს. მსხვილი დარგობრივი ბიზნეს გაერთიანების თავმჯდომარე bm.ge-სთან განმარტავს, რომ ეს სტანდარტი ზღუდავს საწვავის იმპორტს მეზობელი ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი), სადაც საწვავი გაცილებით იაფია. შესაბამისად, შექმნილ ფორსმაჟორში საწვავზე ფასის შემცირების ერთ-ერთი გზა, სწორედ აღნიშნული სტანდარტის მოქმედების დროებით შეჩერებაა.

“მთავრობას შევთავაზებ ოფიციალურად ინიციატივას… შუა აზიის ქვეყნებს არ აქვთ Euro 5. Euro 5 არც აზერბაიჯანს აქვს, ამიტომ ვერ შემოგვაქვს ჩვენ ბენზინი აზერბაიჯანიდან, მაგრამ შემოგვაქვს დიზელი. ჩვენ რომ დროებით გავაჩეროთ Euro 5 მოწესრიგდება ყველაფერი და შეგვეძლება აზერბაიჯანიდან ავიღოთ ბენზინი უფრო იაფად და ყველა გარანტიით. ასევე ყაზახეთიდან, შუა აზიური ქვეყნებიდან.

ევროპაში არცერთი ევროპული ქვეყანა რეგულარს არ უშვებს. ანუ მათი გადამმუშავებელი ქარხნები არ მუშაობენ რეგულარზე, ყველა არის პრემიუმი. ეს კარგია მანქანისთვის, მაგრამ თუ დეფიციტი შეიქმნება, ეს სათადარიგოდ უნდა გვქონდეს, რომ ვიყიდოთ სხვაგან. არანაირი დიდი განსხვავება არ არის, მერწმუნეთ”,-აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.

საქართველოში ევრო 5 სტანდარტი საწვავზე ეტაპობრივად ამოქმედდა. ბენზინის შემთხვევაში ევრო 5 სტანდარტის საწვავის იმპორტი 2017 წლის 1 იანვრიდან, ხოლო დიზელის საწვავისთვის 2023 წლის 1 იანვრიდან გახდა სავალდებულო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საწვავის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • რუსეთში საწვავის ქურდობის საქმეზე პოლიციის კიდევ ორი მაღალჩინოსანი დააკავესტვ პირველი
  • AP: აშშ-ში დიზელის საწვავის საშუალო ფასმა რეკორდულ ნიშნულს, 5,85 დოლარს მიაღწიაიმედი
  • ფარულავა: პასუხგაუცემელია, რა მიზნით განხორციელდა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაფორმულა
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
საწვავის →

მსგავსი სტატიები

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედია

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედია

BM.GE

თითქმის, ერთი თვეა, ქართული ტვირთი აზერბაიჯანის პორტშია "გაჭედილი" - პაატა ცაგარეიშვილი

თითქმის, ერთი თვეა, ქართული ტვირთი აზერბაიჯანის პორტშია "გაჭედილი" - პაატა ცაგარეიშვილი

BM.GE

აშშ ზამთარში უკრაინასა და რუსეთს შორის დეესკალაციის შესაძლებლობას განიხილავს - ზელენსკი

აშშ ზამთარში უკრაინასა და რუსეთს შორის დეესკალაციის შესაძლებლობას განიხილავს - ზელენსკი

BM.GE

მდინარეების ნაპირსამაგრ სამუშაოებზე აღმოსავლეთ საქართველოში - ₾50 მლნ; დასავლეთში - ₾50 მლნ დაიხარჯება - ტენდერები

მდინარეების ნაპირსამაგრ სამუშაოებზე აღმოსავლეთ საქართველოში - ₾50 მლნ; დასავლეთში - ₾50 მლნ დაიხარჯება - ტენდერები

BM.GE