მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. PrivatBank-მა ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოში კოლომოისკისა და ბოგოლიუბოვთან $3 მილიარდის დავა მოიგო
PrivatBank-მა ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოში კოლომოისკისა და ბოგოლიუბოვთან $3 მილიარდის დავა მოიგო

PrivatBank-მა ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოში კოლომოისკისა და ბოგოლიუბოვთან $3 მილიარდის დავა მოიგო

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 02:46|bm.ge

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ PrivatBank-ის ყოფილი მფლობელების, ოლიგარქ იგორ კოლომოისკისა და გენადი ბოგოლიუბოვის საბოლოო სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ამ გადაწყვეტილებით $3 მილიარდზე მეტი ოდენობის თაღლითობის საქმეზე სააპელაციო პროცესი საბოლოოდ დასრულდა. შედეგად, უკრაინის უმსხვილეს სახელმწიფო ბანკს მთელ მსოფლიოში თანხების იძულებითი ამოღების სამართლებრივი გზა გაეხსნა.

შეგახსენებთ, 2025 წლის ივლისში ლონდონის სასამართლომ კოლომოისკი და ბოგოლიუბოვი თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, ნოემბერში კი მათ $3 მილიარდზე მეტის გადახდა დააკისრა. ყოფილმა მფლობელებმა თანხა დადგენილ ვადაში არ გადაიხადეს და განაჩენი გაასაჩივრეს.

აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ მათი მოთხოვნა 2026 წლის მაისშიც უარყო. PrivatBank-ის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს განჩინება ინსტიტუტს აქტივების ამოღების პროცესის მსოფლიოს ნებისმიერ იურისდიქციაში გაგრძელების საშუალებას მისცემს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სასამართლო დავის ფარგლებში, ყოფილი აქციონერების $2.5 მილიარდის აქტივები საერთაშორისო მასშტაბით უკვე დაყადაღებულია. Kyiv Independent-ის ინფორმაციით, ბანკის სამომავლო სტრატეგია სწორედ ამ გაყინული რესურსების ამოღებას დაეფუძნება.

შეგახსენებთ, უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა PrivatBank-ის ნაციონალიზაცია 2016 წელს განახორციელა, როდესაც ფინანსურ ინსტიტუტში თაღლითური სქემების გამო $5.5 მილიარდის დეფიციტი გამოვლინდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესაძლოა საერთაშორისო სასამართლოებში ურთიერთსარჩელები გაიწვიონნეტგაზეთი
  • ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სფორმულა
  • ბერა ივანიშვილის ადვოკატმა სასამართლოში ცილისმწამებლური ფაქტების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა - მოპასუხე მხარე ორი ტელეკომპანიაარუსთავი 2
  • „ტვ პირველის“ ყოფილი ჟურნალისტის, გიორგი მამნიაშვილის დაკავების საქმე სტრასბურგის სასამართლოში გადადისტვ პირველი
სასამართლოში →

მსგავსი სტატიები

მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent

მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent

BM.GE

Rheinmetall-ის აქციები 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

Rheinmetall-ის აქციები 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

Nintendo Switch 2-ის გაყიდვები 41%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

Nintendo Switch 2-ის გაყიდვები 41%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

მაღალი აქტივობა და კონკურენტული გარემო - როგორ აფასებს GCCA მშენებლობის ბაზარს?

მაღალი აქტივობა და კონკურენტული გარემო - როგორ აფასებს GCCA მშენებლობის ბაზარს?

BM.GE