მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პუტინის სამხედრო ბიუჯეტის შესავსებად, რუსეთის ცენტრბანკი მსოფლიოში ოქროს უმსხვილესი გამყიდველი გახდა - The Moscow Time
პუტინის სამხედრო ბიუჯეტის შესავსებად, რუსეთის ცენტრბანკი მსოფლიოში ოქროს უმსხვილესი გამყიდველი გახდა - The Moscow Time

პუტინის სამხედრო ბიუჯეტის შესავსებად, რუსეთის ცენტრბანკი მსოფლიოში ოქროს უმსხვილესი გამყიდველი გახდა - The Moscow Time

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 16:42|bm.ge

პუტინის სამხედრო ბიუჯეტის შესავსებად, 2026 წელს რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან ოქროს ზოდების მასშტაბური გაყიდვით მსოფლიოში ოქროს უმსხვილეს გამყიდველი გახდა. ინფორმაციას The Moscow Time-ი ავრცელებს.

გამოცემა, ოქროს მსოფლიო საბჭოს (World Gold Council, WGC) მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ II კვარტალში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროსა და უცხოური ვალუტის რეზერვებიდან 21.77 ტონა გაყიდა და თურქეთის ცენტრალურ ბანკს დიდი უპირატესობით გაუსწრო, რომელმაც 4.23 ტონა ოქროს გაყიდვით მეორე ადგილი დაიკავა.

გამოცემის ცნობით, სხვა ცენტრალური ბანკები ოქროს, მხოლოდ უმნიშვნელო მოცულობით ყიდდნენ: მექსიკა - 0.1 ტონა, მალტა - 0.03 ტონა, რუმინეთი - 0.01 ტონა. World Gold Council-ის მონაცემებით, ოქროს უმსხვილესი მყიდველები პოლონეთის ცენტრალური ბანკი (50.79 ტონა), ასევე ჩინეთისა (32.97 ტონა) და უზბეკეთის (16.17 ტონა) ცენტრალური ბანკები გახდნენ.

ანალიტიკური კომპანია „ფინამის“ ანალიტიკოსი ალექსანდრ პოტავინის შეფასებით, რუსეთის ცენტრალური ბანკი ოქროს აქტიურად იმისთვის ყიდის, რომ „მიღებული სახსრებით სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი და სავალუტო ლიკვიდობის ნაკლებობა დაფაროს“.

The Moscow Times-ი წერს, რომ ეს 1998 წლის დეფოლტის შემდეგ ოქროს მარაგის ყველაზე დიდი ერთჯერადი გაყიდვა გახდა: მაშინ, სახელმწიფო ობლიგაციების პირამიდის ჩამოშლის ფონზე, რუსეთმა სამ თვეში 3.8 მილიონი უნცია (118 ტონა) გაყიდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტატისტიკის მიხედვით. 1 აგვისტოს მდგომარეობით, ცენტრალური ბანკის ოქროს მარაგი 73.2 მილიონ ტროას უნციამდე შემცირდა, რაც 2020 წლის შემდეგ მინიმალური მაჩვენებელია.

Peterson Institute for International Economics-ის ეკონომისტი ელინა რებაკოვა აღნიშნავს, რომ ფაქტი იმისა, რომ კრემლმა ოქროს გაყიდვა დაიწყო, მეტყველებს იმაზე, რომ „მათ სხვა ლიკვიდური აქტივები ეწურებათ“. უკრაინასთან ომის პირველივე დღეებში ცენტრალურმა ბანკმა $300 მილიარდის ოქროსა და უცხოური ვალუტის რეზერვები დაკარგა, რომლებიც განთავსებული იყო დოლარში, ევროსა და სხვა დასავლურ აქტივებში და მოჰყვა სანქციების ქვეშ. ვალუტის მარაგებიდან მას მხოლოდ $100 მილიარდამდე ჩინური იუანის სახით დარჩა.

ცენტრალური ბანკის ოქროს ირგვლივ მიმდინარე პროცესები რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით „მზარდ ზეწოლაზე“ მეტყველებს და „ზეწოლაზე ამ დეფიციტის დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით“, აღნიშნავს რებაკოვა.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, იანვარ-ივლისში ფედერალურ ხაზინაში „ხვრელმა“ 6.45 ტრილიონი რუბლი შეადგინა, ხოლო გასულ წელს — 5.7 ტრილიონი რუბლი.

Macro-Advisory-ს ანალიტიკოსი კრის უიფერი აღნიშნავს, რომ ოქროს გაყიდვის მიუხედავად, დასკვნა, თითქოს რუსეთი „გაკოტრდა“ არ უნდა გაკეთდეს. ის ხაზს უსვამს: რუსეთის ცენტრალური ბანკის ოქროს მარაგი სიდიდით მეხუთეა მსოფლიოში და ჯერჯერობით მხოლოდ 2.1%-ით შემცირდა. მიმდინარე ტემპით - თვეში 200-300 ათასი უნციის გაყიდვით, მის სრულად გაყიდვას დაახლოებით 20 წელი დასჭირდება.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი, სავარაუდოდ, ოქროს გაყიდვას გააგრძელებს. მათივე აღნიშვნით, წლის დასაწყისში ძვირფას ლითონზე რუსული რეზერვების 48% მოდიოდა, ახლა კი ეს წილი 41.5%-მდე შემცირდა. „შესაძლოა, ზღვარი გახდეს დაახლოებით 40%-იანი დონე ან ცოტა უფრო დაბალი. თუმცა, სანამ ნარჩუნდება მნიშვნელოვანი ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის საჭიროება, რეზერვებში ოქროს წილი შესაძლოა კვლავ შემცირდეს“, — განაცხადა პოტავინმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გახდა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • კვლევა: 2023 წელს პასიური მოწევა 1,66 მილიონი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდაიმედი
  • ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მთავარი ინვესტორი ჩინეთი გახდანეტგაზეთი
  • საქართველოს eFootball Mobile-ის ეროვნული ნაკრები FIFA-ს საკონტინენტთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი გახდარუსთავი 2
  • ღარიბაშვილი: კობახიძეს აკრიტიკებდა - რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?ფორმულა
გახდა →

მსგავსი სტატიები

ირანმა სახელმწიფო უწყებებს უცხოური სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვა მოუხსნა

ირანმა სახელმწიფო უწყებებს უცხოური სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვა მოუხსნა

BM.GE

ეროვნული ბანკი გაზრდილ ინფლაციას ენერგორესურსების ფასების მატებას უკავშირებს

ეროვნული ბანკი გაზრდილ ინფლაციას ენერგორესურსების ფასების მატებას უკავშირებს

BM.GE

პირველი დასაკეცი iPhone-ი, ახალ საათი, ყურსასმენები | რას უნდა ელოდოთ დღეს Apple-ის ღონისძიებაზე?

პირველი დასაკეცი iPhone-ი, ახალ საათი, ყურსასმენები | რას უნდა ელოდოთ დღეს Apple-ის ღონისძიებაზე?

BM.GE

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

BM.GE