მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ქართული ოცნების“ მიმდინარე კვირის საკადრო ცვლილებები - ქრონოლოგია
„ქართული ოცნების“ მიმდინარე კვირის საკადრო ცვლილებები - ქრონოლოგია

„ქართული ოცნების“ მიმდინარე კვირის საკადრო ცვლილებები - ქრონოლოგია

BM.GE3 აგვისტო, 2026, 02:07|bm.ge

მთავრობაში მიმდინარე კვირა მასშტაბური საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. 28 ივლისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში შეიცვალა კულტურის მინისტრი, დაანონსდა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია, გაკეთდა ახალი დანიშვნები, ხოლო სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელის ცვლილების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

პირველი ცვლილება 28 ივლისს განხორციელდა, როდესაც კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ თანამდებობა დატოვა. მაშინ რუხაძემ დაწერა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გადაუდებელი მკურნალობის საჭიროება გახდა. მეორე დღეს, 29 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ კულტურის მინისტრის შემდეგ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო პირველმა მოადგილემ მაკა გურგენიძემაც. სხვა მოადგილეები კი, პოსტებზე რჩებიან.

კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს, რომელიც კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ იმავე დღეს დაინიშნა.

ამავე საღამოს, 29 ივლისს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმა წარადგინა. მისი მიხედვით, მამუკა მდინარაძე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალ პოსტზე წარადგინეს, რომელსაც ვიცე-პრემიერის სტატუსი ისევ ექნება.

ამასთან, გამოცხადდა, რომ რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან გაუქმდება, ხოლო მოქმედი მინისტრი კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გადავა. მთავრობის განმარტებით, სამინისტროს ფუნქციები სახელმწიფო მინისტრის აპარატში ინტეგრირდება.

30 ივლისს, საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლამდე, მამუკა მდინარაძე ოფიციალურად რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა. ის ამ პოსტზე კახა გულედანს შეცვლის და სექტემბრიდან სამინისტროს სახელმწიფო მინისტრის აპარატად ტრანსფორმაციის პროცესს უხელმძღვანელებს.

საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია 1 აგვისტოსაც გავრცელდა. BMG-ის რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, მისი გადადგომა 24-25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვებს უკავშირდება, რაც BMG-ის რამდენიმე წყარომაც დაადასტურა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • ოცნების პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩიაფორმულა
  • დავით მათიკაშვილი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელზე, აიკრძალოს „გახარია - საქართველოსთვის“: მას მერე, რაც პოლიტიკური შატალო შეწყვიტეს და შემობრძანდნენ პარლამენტში, იმედი გვქონდა, რომ ეს პარტიული ნაწილი იქნებოდა ადეკვატური კონსტიტუციასთან და ქართულ რეალობასთან, სამწუხაროდ, ეს ასე არ არისიმედი
  • "ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრორუსთავი 2
  • "ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოსგან პარტია "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვასაც მოითხოვსტვ პირველი
ოცნება →

მსგავსი სტატიები

ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ირგვლივ ორი დაპირისპირებული ბანაკი ჩამოყალიბდა

ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ირგვლივ ორი დაპირისპირებული ბანაკი ჩამოყალიბდა

BM.GE

"რუსეთის მიერ გაზის გაძვირება ჩვენთვის აპოკალიპტური სცენარი იქნება" - სომხეთის ცენტრალური ბანკი

"რუსეთის მიერ გაზის გაძვირება ჩვენთვის აპოკალიპტური სცენარი იქნება" - სომხეთის ცენტრალური ბანკი

BM.GE

ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზის რეაბილიტაციისთვის ₾28-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზის რეაბილიტაციისთვის ₾28-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

2025 წელს აშშ-ში ოჯახების შემოსავალი გაიზარდა, სიღარიბე კი 10.2%-მდე შემცირდა

2025 წელს აშშ-ში ოჯახების შემოსავალი გაიზარდა, სიღარიბე კი 10.2%-მდე შემცირდა

BM.GE