მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ქართული წარმოების ფქვილი რუსულის ხარისხობრივ პარამეტრებს აღემატება" - ფქვილის ასოციაცია მეპურეებს პასუხობს
"ქართული წარმოების ფქვილი რუსულის ხარისხობრივ პარამეტრებს აღემატება" - ფქვილის ასოციაცია მეპურეებს პასუხობს

"ქართული წარმოების ფქვილი რუსულის ხარისხობრივ პარამეტრებს აღემატება" - ფქვილის ასოციაცია მეპურეებს პასუხობს

BM.GE9 ივლისი, 2026, 17:15|bm.ge

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში მეპურეების საპასუხოდ აცხადებენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე უხვადაა მაღალი ხარისხის ქართული ფქვილი.

კერძოდ, ქართული წარმოების ფქვილის დაბალ ხარისხთან დაკავშირებით მეპურეების განცხადებებს, გაერთიანება განცხადებით პასუხობს.

„პერიოდულად ჩვენი კოლეგა მეპურეების მიერ პრესაში ჟღერდება დაუსაბუთებელი ინფორმაციები, რომ თითქოს ქართული წარმოების ფქვილი ხარისხით იმპორტირებულს, კერძოდ რუსული წარმოების ფქვილს ჩამოუვარდება და მეპურეებს მაღალი წებოგვარის ფქვილზე წვდომა არ აქვთ.

ამ დღეებშიც გაჟღერდა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომ დღეს ფქვილის იმპორტზე მოქმედი დამაბალანსებელი გადასახადის გამო პურის მწარმოებლებს მაღალი ხარისხის ფქვილზე წვდომა არ აქვთ.

ასოციაცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ბაზარზე უხვად არის წარმოდგენილი მაღალი ხარისხის ქართული წარმოების მათ შორის ჩვენი ასოციაციის წევრი წისქვილკომბინატების ფქვილი, რომელიც არა თუ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება რუსული წარმოების ფქვილის ხარისხობრივ პარამეტრებს და საქართველოს ფქვილის ტექნიკური რეგლამენტთან სრულ შესაბამისობაშია.

ამასთან, საქართველოში ყოველთვიურად რამდენიმე ათასი ტონა იმპორტირებული მათ შორის რუსული წარმოების ფქვილი შემოდის, რაც სრულად უზრუნველყოფს ბაზარზე კონკურენციას და ფქვილის არჩევანს.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ პურის მწარმოებელთა ასოციაციას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელ განცხადებებისაგან თავი შეიკავონ. აგრეთვე, აღნიშნულ საკითხის ირგვლივ სიმართლის დადგენის მიზნით, კიდევ ერთხელ(განმეორებით) ვთავაზობთ ჩვენს მიერ დაახლოებით ერთი წლის წინ შეთავაზებულ წინადადებას, რომელიც პრესაშიც იყო გამოქვეყნებული - მოხდეს ქართული და რუსული პირველი ხარისხის ფქვილების ხარისხის შედარება“, - აცხადებენ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 107 სტატია.

  • დავით საყვარელიძე: 2008 წლის აგვისტოს ომი საკმაოდ მძიმედ აისახა. წინა დღეს სხვა განწყობა იყო, ხალხში მაინც იყო იმედი, რომ ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება რაღაც ფორმით აღვადგინოთ, მაგრამ მეორე დილას, როდესაც თავზე გადაგვიფრინა რუსულმა ბომბდამშენმა მივხვდი, რომ ეს არის ჩვენი რეალობაიმედი
  • რუსულ მედიაზე დაყრდნობით: მოსკოვში ბენზინისა და დიზელის გაყიდვაზე ლიმიტები შემოიღესფორმულა
  • “ოცნების“ მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსულ მხარეს - ხოშტარიატვ პირველი
  • "სააკაშვილი მკაცრად გავაფრთხილეთ, არ აჰყოლოდა რუსულ პროვოკაციებს" - ცოტნე ანანიძე აგვისტოს ომზე კონდოლიზა რაისის, მეთიუ ბრაიზასა და ჯონ მაკ-კეინის განცხადებებს იხსენებს: ესეც ირაკლი კობახიძის ნარატივი იყო?!რუსთავი 2
რუსული →

მსგავსი სტატიები

სამინისტრო 17 000 პირველკურსელისთვის რუსთავსა და ქუთაისში ღონისძიებას გამართავს - რამდენი დაიხარჯება და რა იგეგმება?

სამინისტრო 17 000 პირველკურსელისთვის რუსთავსა და ქუთაისში ღონისძიებას გამართავს - რამდენი დაიხარჯება და რა იგეგმება?

BM.GE

ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ დღეში 73 დარღვევა გამოვავლინეთ, ამოღებულია 45 ე.წ. მანოკი - ზედამხედველობის დეპარტამენტი

ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ დღეში 73 დარღვევა გამოვავლინეთ, ამოღებულია 45 ე.წ. მანოკი - ზედამხედველობის დეპარტამენტი

BM.GE

კოსმეტიკის და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი 24%-ით გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს?

კოსმეტიკის და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი 24%-ით გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს?

BM.GE

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება | რა უნდა ვიცოდეთ?

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება | რა უნდა ვიცოდეთ?

BM.GE