მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ფაქტორების გამო გამოეთიშა CCCC პროცესს?|რა უპასუხეს "რადიო თავისუფლებას" ჩინეთის საელჩოში ანაკლიის პორტზე?
რა ფაქტორების გამო გამოეთიშა CCCC პროცესს?|რა უპასუხეს "რადიო თავისუფლებას" ჩინეთის საელჩოში ანაკლიის პორტზე?

რა ფაქტორების გამო გამოეთიშა CCCC პროცესს?|რა უპასუხეს "რადიო თავისუფლებას" ჩინეთის საელჩოში ანაკლიის პორტზე?

BM.GE23 ივლისი, 2026, 19:28|bm.ge

"პატივს ვცემთ და გვესმის საქართველოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით" - ასე უპასუხეს "რადიო თავისუფლების" მიერ საქართველოში ჩინეთის საელჩოსთვის გაგზავნილ კითხვებს, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტიდან ჩინურ-სინგაპურული კორპორაციის ჩამოშორებას შეეხებოდა.

2024 წელს ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, რომელშიც შედიოდნენ სახელმწიფო კომპანია China Communications Construction Company (CCCC) და მისი შვილობილი, სინგაპურში დარეგისტრირებული China Harbour Investment Pte. Ltd. ორი წლის თავზე გაირკვა, რომ პორტს ისინი აღარ ააშენებენ და ვეღარც 49%-ს ვერ მიიღებენ.

"რადიო თავისუფლება" წერს, რომ CCCC-ში გაგზავნილი შეკითხვები უპასუხოდ დარჩა; თუმცა ჩინეთის საელჩომ საქართველოში მათ შეკითხვებს უპასუხა. გამოცემამ დიპლომატიურ წარმომადგენლობას შემდეგი კითხვებით მიმართა:

• რატომ, რა ფაქტორების გამო გამოეთიშა CCCC ამ პროცესს? • ეს კონსორციუმის გადაწყვეტილება იყო, თუ საქართველოს მთავრობის?

ჩინეთის საელჩოდან მიღებულ პასუხს პრესმდივანი აწერს ხელს: „პატივს ვცემთ და გვესმის საქართველოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩინური კომპანია, რომელიც მანამდე მონაწილეობდა ამ პროექტის ტენდერში, მკაცრად იცავდა საქართველოს კანონმდებლობასა და რეგულაციებს, ისევე როგორც საერთაშორისო კომერციულ წესებს და ინარჩუნებდა მჭიდრო კომუნიკაციასა და კოორდინაციას საქართველოს შესაბამის უწყებებთან პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე. საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ის ხელახლა გამოაცხადებს ტენდერს ანაკლიის პორტის პროექტზე - „მშენებლობისა“ და „ოპერირების“ კომპონენტებად დაყოფით”.

ტექსტის თანახმად, საელჩო იმედოვნებს, რომ თბილისის გადაწყვეტილება „მონაწილეობის მისაღებად მოიზიდავს პორტების მშენებლობისა და ოპერირების უფრო მეტ კომპანიას, მთელი მსოფლიოდან” და ჩინეთი კვლავ იაქტიურებს:

“ჩინეთი კვლავაც წაახალისებს ჩინურ საწარმოებს ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობის მისაღებად, საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობით. ვისურვებდით ანაკლიის პორტის პროექტის ადრეულ დასრულებას, რათა მან უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს „შუა დერეფნის“ საერთო კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში და წვლილი შეიტანოს ევრაზიის რეგიონში წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობაში”.ცნობისთვის, დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ფართოა და საქართველოს ხელისუფლება ყველა დაინტერესებულ მხარესთან სასაუბროდ მზად არის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 89 სტატია.

  • თავად განსაჯეთ, რა აბსურდულ პროცესთან გვაქვს საქმე, „ასავალ-დასავალის“ აგორებულ სიყალბეში ჩაერთო ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმარი ღარიბაშვილი. ჩანაწერის მოსმენის შემდეგ თავად დარწმუნდებით, რამდენად არასერიოზული და სპეკულაციური თემით სცადეს ქვეყნის და ხელისუფლების დაზიანება - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგიიმედი
  • ევროსასამართლოს ქართველი მოსამართლის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არაა — საიანეტგაზეთი
  • პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 1 800-მდე აბიტურიენტს მიეცა საშუალება, ხელახლა აირჩიოს პროფესია და მეორადი ჩარიცხვის პროცესი განხორციელდეს - ნინო წილოსანირუსთავი 2
  • რა ხდებოდა ლილუაშვილის დახურულ პროცესზე - დეტალები სასამართლოდანტვ პირველი
პროცესი →ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

BM.GE

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

BM.GE

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

BM.GE

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

BM.GE