მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ ჭიანურდება ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის აღდგენის პროექტი?
რატომ ჭიანურდება ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის აღდგენის პროექტი?

რატომ ჭიანურდება ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის აღდგენის პროექტი?

BM.GE5 ოქტომბერი, 2026, 19:11|bm.ge

“თბილისი ცენტრალი” დღესაც მზადაა ე.წ ბორჯომის ვაგზლის ხანძრისგან დამწვარ ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქცია განახორციელოს, თუმცა კომპანია მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას ელოდება. "თბილისი ცენტრალის" აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, მერია ამუშავებს სადგურის მოედანთან დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის პროექტს, რომელიც სავარაუდოდ, სწორედ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიის ნაწილს გაივლის. "ველოდებით, როდის გაირკვევა რეალურად, თუ რა კონფიგურაციის ტერიტორია შეიძლება იქ დარჩეს და რამდენად საინტერესო იქნება კომერციულად ამის ათვისება. ამის შემდეგ დავამუშავებთ უფრო დეტალურად ახალ პროექტს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას"-აცხადებს ლევან ყარალაშვილი.

ე.წ ბორჯომის ვაგზალი, რომელიც სადგურის მოედანზე მდებარეობს, გასული წლის აპრილში ხანძრის შედეგად დაიწვა. შედეგად განადგურდა 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობო სივრცე. აღნიშნული ტერიტორია 49 წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს ს.ს თბილისი ცენტრალს საქართველოს რკინიგზისგან. კომპანიამ მალევე განაცხადა მზაობა უმოკლეს ვადებში მოამზადოს ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი.

“ჩვენ 1 წელიწადზე მეტია გვაქვს მოლაპარაკება ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტთან. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მზად ვართ ინვესტიცია განვახორციელოთ ამ მიმართულებით, აღვადგინოთ იქ სავაჭრო სივრცეები უფრო თანამედროვე ფორმით, როგორც იყო, თუმცა მანდ მუნიციპალიტეტმა დააყენა ე.წ დამაკავშირებელი ხიდის პროექტი, რომელიც მუშავდება. მნიშვნელოვნად იცვლება ტერიტორიის კონფიგურაცია, კვადრატულობა და დღეს ამ ფაზაზე არიან. ველოდებით, როდის გაირკვევა რეალურად, თუ რა კონფიგურაციის ტერიტორია შეიძლება იქ დარჩეს და რამდენად საინტერესო იქნება კომერციულად ამის ათვისება. ამის შემდეგ დავამუშავებთ უფრო დეტალურად ახალ პროექტს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ალბათ წლის ბოლომდე გაირკვევა და უფრო ნათელი სურათიც შემდეგ გვექნება”,-აცხადებს ლევან ყარალაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • "დაგეგმილია 5%-იანი ეკონომიკური ზრდა" - პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას საკომიტეტო მოსმენებით იწყებსრუსთავი 2
  • 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყებაიმედი
  • ქონების გადასახადის გადახდა 26 ათას გადამხდელს მოუწევს - პროექტი უკვე პარლამენტშიატვ პირველი
  • თბილისში Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

Carlsberg Group Iberia Refreshments-ის შეძენით საქართველოში საქმიანობას აფართოებს

Carlsberg Group Iberia Refreshments-ის შეძენით საქართველოში საქმიანობას აფართოებს

BM.GE

პარლამენტმა სკოლებში უფასო კვების კანონპროექტი ისევ დაახარვეზა

პარლამენტმა სკოლებში უფასო კვების კანონპროექტი ისევ დაახარვეზა

BM.GE

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს IT სექტორმა $841 მილიონის შემოსავალი მიიღო - ზრდა 72%

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს IT სექტორმა $841 მილიონის შემოსავალი მიიღო - ზრდა 72%

BM.GE

LONGEVITY - ლაქშერი ინდუსტრიის ხედვა OBSIDIA-ს ფიტნესსივრცეში

LONGEVITY - ლაქშერი ინდუსტრიის ხედვა OBSIDIA-ს ფიტნესსივრცეში

BM.GE