მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „როგორ შეარჩია, ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ“ - პაპუაშვილი ყეინიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე
„როგორ შეარჩია, ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ“ - პაპუაშვილი ყეინიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე

„როგორ შეარჩია, ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ“ - პაპუაშვილი ყეინიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 19:08|bm.ge

შალვა პაპუაშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე პასუხისმგებლობას ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკისრებს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ შეირჩა ყეინიშვილი აღნიშნულ პოსტზე, უშუალოდ ზურაბიშვილს უნდა დაესვას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოც უფრო დეტალურად უნდა გარკვეულიყო საკითხში, სანამ კანდიდატურას დაამტკიცებდა.

„ეს მას [სალომე ზურაბიშვილს] უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია და როგორ იყო კანდიდატურები წარმოდგენილი, ეს მისი პასუხისმგებლობაა, თუმცა ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტიც დეტალურად გაეცნოს, ამ შემთხვევაში, დეტალურად გარკვეულიყო რაც ეხება წევრების არჩევას. დანარჩენზე თვითონ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გიპასუხოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

მისივე თქმით, არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ საკითხი დეტალურად გამოიკვლიონ და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო რეაგირებს ამ საკითხზე.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო. საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმე ეხება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილ შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელების განცხადებებს.

როგორ აირჩიეს სების საბჭოში ნანა ყეინიშვილი 2023 წელს? - ქრონოლოგია სრულად

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 151 სტატია.

  • პაპუაშვილი მარტა კოსს: ჯობია, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე - სახელმწიფოფორმულა
  • შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრარუსთავი 2
  • შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლებაიმედი
  • სხვა ქვეყნის ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია შესასრულებელი არ აქვთ – პაპუაშვილინეტგაზეთი
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

IG Development "სითიზენ ექსპოს" წინასწარ გაყიდვებს იწყებს - პროექტის ღირებულება $500 მილიონია

IG Development "სითიზენ ექსპოს" წინასწარ გაყიდვებს იწყებს - პროექტის ღირებულება $500 მილიონია

BM.GE

50 000 ლარამდე ავტოსესხი ბარიერების გარეშე – "ევროკრედიტის" სპეციალური შეთავაზება 31 ოქტომბრამდე

50 000 ლარამდე ავტოსესხი ბარიერების გარეშე – "ევროკრედიტის" სპეციალური შეთავაზება 31 ოქტომბრამდე

BM.GE

კანონით უნდა გაიზარდოს, თუმცა ბიუჯეტში თანხა არ არის - გაეზრდებათ თუ არა ხელფასი პარლამენტის წევრებს?