მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსთავის ტურისტულ-ურბანული ინფრასტრუქტურის ₾70-მილიონიან პროექტს "საბა ქონსთრაქშენი" განახორციელებს
რუსთავის ტურისტულ-ურბანული ინფრასტრუქტურის ₾70-მილიონიან პროექტს "საბა ქონსთრაქშენი" განახორციელებს

რუსთავის ტურისტულ-ურბანული ინფრასტრუქტურის ₾70-მილიონიან პროექტს "საბა ქონსთრაქშენი" განახორციელებს

BM.GE7 მაისი, 2026, 22:45|bm.ge

მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავში ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. 70 მლნ ლარის ღირებულების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „საბა ქონსთრაქშენი“ შეასრულებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 13 მარტს გამოცხადებული აუქციონში მონაწილეობის სურვილი სულ ორმა კომპანიამ დააფიქსირა, აქედან ერთი „ანაგი“ იყო, თუმცა „საბა ქონსთრაქშენმა“ უკეთესი ფასი წარადგინა. კომპანიამ პროექტი 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა შეასრულოს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ქალაქ რუსთავში ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების აღდგენას, საზოგადოებრივი დანიშნულების ტურისტული და რეკრეაციული ობიექტების კეთილმოწყობას, ქუჩებისა და გზების განახლებას, ასევე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციას.ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საპროექტო ქუჩების მიმდებარე ქუჩებთან მიერთებისა და გადაკვეთის კვანძების მოწესრიგება, რაც გააუმჯობესებს როგორც სატრანსპორტო, ისე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას.

„ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოების პირველ ეტაპზე, წინასაპროექტო კვლევების შედეგად განისაზღვრება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთო ურბანული კონცეფციის შესაბამისად საჭიროებს რეაბილიტაციას.ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ესკიზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისას გაითვალისწინოს ობიექტების იერსახის განახლება, მათი ფუნქციური დანიშნულება, ისტორიული და კულტურული თავისებურებები, ასევე თანამედროვე და ინოვაციური არქიტექტურული მიდგომები.ქალაქ რუსთავის ისტორიული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება მიზნად ისახავს ქალაქის თანამედროვე, კომფორტულ და ტურისტულად მიმზიდველ ურბანულ სივრცედ გარდაქმნას“, - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს რეესტრის მიხედვით, „საბა კონტრაქშენი“ 2012 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც „საბა ინვესტის“ შვილობილია. მისი მფლობელი კი სლავა შერაზადიშვილია. ხოლო კომპანიის დირექტორი ლევან თარგამაძეა.

ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანია სახელმწიფო ტენდერებში აქტიურად მონაწილეობს. ჯამში სულ 215 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 94 მოიგო, 103 კი წააგო. 10 არ შედგა, 8 კი მიმდინარეა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ინფრასტრუქტურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • კახეთში, სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, წყალუზრუნველყოფა 170 ჰექტარზე გაუმჯობესდებარუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

BM.GE

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE