მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საგარეო უწყება EU-ს სანქციების პაკეტში ყულევის ქარხნის შეტანის შესახებ განცხადებას ავრცელებს
საგარეო უწყება EU-ს სანქციების პაკეტში ყულევის ქარხნის შეტანის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საგარეო უწყება EU-ს სანქციების პაკეტში ყულევის ქარხნის შეტანის შესახებ განცხადებას ავრცელებს

BM.GE24 ივლისი, 2026, 18:04|bm.ge

საგარეო უწყება EU-ს სანქციების პაკეტში ყულევის ქარხნის შეტანის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

საქართველო სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფუძნება გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შესაბამისი უწყებები მუდმივად უზრუნველყოფენ ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციისა და განმარტების დროულად მიწოდებას.

საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მომზადების პროცესში, ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შესაბამისი სამსახურები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებით განსაზღვრული ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში იხელმძღვანელებენ სამართლიანობის პრინციპით და გადახედავენ გადაწყვეტილებას.

საქართველო კვლავაც მზად არის ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციის გაზიარებისათვის", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროკავშირის სანქციების დეპარტამენტის პრესსამსახურმა სანქციების 21-ე პაკეტში კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმის" შესახებ არსებულ ჩანაწერთან დაკავშირებით Bm.ge-ის კითხვებს უპასუხა. ევროკავშირის განმარტების თანახმად, "ბლექ სი პეტროლიუმთან" ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას 6 თვის ვადა აქვს, რათა კომპანიამ მოახდინოს რუსული ნავთობიდან დივერსიფიცირება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ავრცელებს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • სააგენტო 7 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებსფორმულა
  • მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა - რა კადრებს ავრცელებს პროკურატურა. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
  • საგადასახადო შემოწმებების გეგმის ფორმირება დამოუკიდებელი პროცესია და შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა ცვლილება მის ფორმირებასა და შესრულებაზე გავლენას არ ახდენს - შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებსრუსთავი 2
ავრცელებს →

მსგავსი სტატიები

დღეს, ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე დაიკითხა - რაზე ისაუბრა? | პროკურორი

დღეს, ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე დაიკითხა - რაზე ისაუბრა? | პროკურორი

BM.GE

"შუა დერეფანში" სრული სისტემა უნდა მუშაობდეს როგორც ერთი ინსტრუმენტი - "ჩინეთი გვპირდება ყოველწლიურად 3000-მდე მატარებლის ფორმირებას"

"შუა დერეფანში" სრული სისტემა უნდა მუშაობდეს როგორც ერთი ინსტრუმენტი - "ჩინეთი გვპირდება ყოველწლიურად 3000-მდე მატარებლის ფორმირებას"

BM.GE

აიღე თანხა დღეს, დაიწყე გადახდა ნოემბრიდან - "ევროკრედიტის" ახალი აქცია ავტოსესხზე

აიღე თანხა დღეს, დაიწყე გადახდა ნოემბრიდან - "ევროკრედიტის" ახალი აქცია ავტოსესხზე

BM.GE

ტრამვაის მშენებლობისას დიდი ალბათობით საჭირო იქნება განსახლება... შესაძლოა, დამატებითი ვადა დაგვჭირდეს - გიორგი შარკოვი

ტრამვაის მშენებლობისას დიდი ალბათობით საჭირო იქნება განსახლება... შესაძლოა, დამატებითი ვადა დაგვჭირდეს - გიორგი შარკოვი

BM.GE