მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამივე მსხვილი ჰესის პროექტი სიცოცხლისუნარიანია | ენერგეტიკის განვითარების ფონდი
სამივე მსხვილი ჰესის პროექტი სიცოცხლისუნარიანია | ენერგეტიკის განვითარების ფონდი

სამივე მსხვილი ჰესის პროექტი სიცოცხლისუნარიანია | ენერგეტიკის განვითარების ფონდი

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 14:48|bm.ge

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ხუდონჰესის პროექტის შესწავლასა და კვლევით პროცესში აქტიურად არის ჩართული. ფონდის პროექტების მართვის დირექტორის თამაზ ახვლედიანის განცხადებით, ხუდონჰესის პროექტში კვლევის მთავარ მიზანს ძველი - ორიგინალი პროექტის შესაძლო ალტერნატივების მოძიება და შესწავლა წარმოადგენს.

როგორც თამაზ ახვლედიანი BMG-სთან აცხადებს, ისეთი სტრატეგიული პროექტები, როგორებიცაა ხუდონჰესი, ნამახვანჰესი და ნენსკრა, ტექნიკური თვალსაზრისით სიცოცხლისუნარიანია, თუმცა პრობლემა სოციალურ ნაწილში რჩება.

„სამივე პროექტი სიცოცხლისუნარიანია, მაგრამ ყველას კარგად მოეხსენება, რომ იქ დიდი პრობლემები სოციალური კუთხით მოსახლეობასთან იყო, რაზედაც ასევე, ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობა მიდის, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ აღნიშნული სტრატეგიული პროექტები, როგორიც არის ხუდონი, ნამახვანი და ნენსკრა ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ენერგეტიკის დარგისთვის. ამაზე ჩვენ მთელმა ქვეყანამ და ერმა ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ.

თუმცა ამ პროექტებთან დაკავშირებით დიდი პრობლემები იყო სოციალური კუთხით, მოსახლეობასთან ურთიერთობაში. ამჟამადაც მიმდინარეობს მუშაობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, რათა მოსახლეობას მეტი ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ. ეს ნაბიჯები კერძო ინვესტორებისა თუ ბიზნესის ინტერესებს კი არ ემსახურება, არამედ მთლიანად ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას.

ჩვენ სხვა ჰესებზეც ყოველთვის ვაწარმოებთ კამპანიას, პირადად ვახორციელებთ შეხვედრებს და სამუშაოებს, სხვადასხვა აქტივობებით ვცდილობთ, რომ მოსახლეობას დავანახოთ ზოგადად ენერგეტიკული პროექტების დადებითი მხარე და რომ არ აქვს იმხელა უარყოფითი გავლენა, რამხელაც წარმოდგენაც არის შექმნილი ქვეყანაში“, - აცხადებს თამაზ ახვლედიანი BMG-სთან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ

sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ

BM.GE

შშმ პირების პერსონალური ასისტენტები საშემოსავლო გადასახადს 2% გადაიხდიან | კანონპროექტი

შშმ პირების პერსონალური ასისტენტები საშემოსავლო გადასახადს 2% გადაიხდიან | კანონპროექტი

BM.GE

Binance-იდან მომხმარებლებმა $3.6 მილიარდის აქტივები გაიტანეს

Binance-იდან მომხმარებლებმა $3.6 მილიარდის აქტივები გაიტანეს

BM.GE

გახდი Dreamland Oasis-ის საკურორტო ეკოსისტემის ნაწილი — შეიძინე ბინა Dreamland Park-ში თვეში $590-დან (ეკვივალენტი ლარში)

გახდი Dreamland Oasis-ის საკურორტო ეკოსისტემის ნაწილი — შეიძინე ბინა Dreamland Park-ში თვეში $590-დან (ეკვივალენტი ლარში)

BM.GE