მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს დამატებით ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს დამატებით ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს დამატებით ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

BM.GE14 ივლისი, 2026, 02:37|bm.ge

სეულის ცენტრალურმა საოლქო სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს, იუნ სუკ იოლს დამატებით ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის განაჩენის თანახმად, ყოფილმა ლიდერმა პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონი დაარღვია.

მან პოლიტიკური საბროკერო ორგანიზაციისაგან მომსახურება 14 ეტაპად, უფასო მიიღო, სასამართლოს დათვლებით კი ამ სერვისის ღირებულება 270 მილიონ ვონს ($179 800) შეადგენდა. უფასო მომსახურების სანაცვლოდ იუნ სუკ იოლმა საბროკეროსთან დაკავშირებული პირის საკანონმდებლო ორგანოში დანიშვნის პროცესზე გავლენა მოახდინა.

თავად იუნ სუკ იოლმა ბრალდებები კატეგორიულად. მისი განცხადებით, მას წინასაარჩევნოდ რჩევები არ მოუთხოვია და სანაცვლოდ არც არავის დაჰპირებია რამეს. ექსპრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ცნობისთვის, 65 წლის იუნ სუკ იოლის წინააღმდეგ სულ რვა სამართლებრივი საქმე მიმდინარეობს. ამჟამად, იგი ასაჩივრებს თებერვალში გამოტანილ უვადო პატიმრობის განაჩენს, რომელიც 2024 წელს საომარი მდგომარეობის გამოცხადებასა და ამბოხების მოწყობას უკავშირდება. აღსანიშნია, რომ გასულ კვირას უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს მისი დაკავების მცდელობისთვის ხელის შეშლის გამო შვიდწლიანი პატიმრობაც საბოლოოდ მიუსაჯა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს პატიმრობა შეეფარდაიმედი
  • 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება მამას, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდარუსთავი 2
  • 13 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯანეტგაზეთი
  • მძღოლს, რომელიც გომის მთაზე მომხდარი ავარიისას მიკროავტობუსს მართავდა, პატიმრობა შეეფარდაფორმულა
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთის მთავრობა გადადგა

BM.GE

საქართველოში ნორვეგიას ახალი ელჩი ჰყავს

საქართველოში ნორვეგიას ახალი ელჩი ჰყავს

BM.GE

NVIDIA-ს შეფასება ერთ დღეში $440 მილიარდით გაიზარდა

NVIDIA-ს შეფასება ერთ დღეში $440 მილიარდით გაიზარდა

BM.GE

ძლიერმა წვიმამ ზესტაფონის სოფელ სვირში საუბნო გზები დააზიანა, დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები | რა ვითარებაა დღეს?

ძლიერმა წვიმამ ზესტაფონის სოფელ სვირში საუბნო გზები დააზიანა, დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები | რა ვითარებაა დღეს?

BM.GE