მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საქართველო ევროკავშირს არ უსმენს, ჩვენი ყველა მოწოდება უგულებელყოფილია" - პაველ ჰერჩინსკი
"საქართველო ევროკავშირს არ უსმენს, ჩვენი ყველა მოწოდება უგულებელყოფილია" - პაველ ჰერჩინსკი

"საქართველო ევროკავშირს არ უსმენს, ჩვენი ყველა მოწოდება უგულებელყოფილია" - პაველ ჰერჩინსკი

BM.GE10 ოქტომბერი, 2026, 20:58|bm.ge

"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს იმას, რასაც ევროკავშირი ეუბნება. ჩვენი ყველა მოწოდება უგულებელყოფილია", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს, დიპლომატმა აღნიშნა ევროკავშირი ოფიციალურ თბილისს კურსისა და ტრაექტორიის შეცვლისკენ ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისის საბჭოს დასკვნებიდან მოყოლებული მოუწოდებს, თუმცა რეაგირების ნაცვლად, ვითარება ქვეყანაში კიდევ უფრო დამძიმდა.

"2024 წლის ივნისში იყო ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული მკაფიო დასკვნები, თუ რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას [ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად]. შემდეგ იყო ოქტომბერი, დეკემბერი... თავმჯდომარეობის უახლეს დასკვნებში პირდაპირ წერია კონკრეტული ნაბიჯები, თუმცა ხელისუფლება ევროკავშირს არ უსმენს. ჩვენი ყველა მოწოდება იგნორირებულია, რასაც თან სდევს თავდასხმა ევროკავშირზე, ევროპარლამენტსა და ევროპელ ლიდერებზე. ეს ძალიან სამწუხარო და გულსატკენია, მაგრამ ეს არის დღევანდელი რეალობა", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ელჩმა დაადასტურა, რომ ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხი კვლავ დღის წესრიგში იქნება. მისი თქმით, ევროპელი პარტნიორების ასეთი ხშირი ყურადღება ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მკვეთრ გაუარესებას უკავშირდება.

"რატომ განიხილავენ საქართველოს რეგულარულად? იმიტომ, რომ ჩვენ აშკარად შეშფოთებულები ვართ მიმდინარე მოვლენებით, ადამიანის უფლებების გაუარესებითა და დემოკრატიის მდგომარეობით. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ დღევანდელ საქართველოში ადამიანებს ტროტუარზე დგომისთვის აპატიმრებენ, ადამიანებს Facebook-პოსტების გამო სვამენ ციხეში. ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ფონდებს, რომლებიც ყოველთვის მხარს უჭერდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და განვითარებას, ავიწროებენ. ეს, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელია", - აღნიშნა ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკი ასევე გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა "მხოლოდ ქაღალდზეა".

ელჩის თქმით, ეს შეფასება მძიმე მოსასმენია, თუმცა წარმოადგენს მოქმედი ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკისა და მიღებული კანონმდებლობების პირდაპირ შედეგს: "ევროკავშირის წევრი რომ გახდეს, ნებისმიერი კანდიდატი ქვეყანა უფრო და უფრო უნდა დაემსგავსოს ჩვენს ერთობას. ის, რაც კომისარმა მარტა კოსმა თქვა, გულსატკენია, მაგრამ ეს არის ხელისუფლების თანმიმდევრული ქმედებების, კანონმდებლობისა და ანტიევროპული რიტორიკის შედეგი. შარშან, ნოემბერში გამოქვეყნებული ანგარიში დამანგრეველი იყო საქართველოსთვის. გასული წლის განმავლობაში კი ვითარება არათუ არ გაუმჯობესებულა, პირიქით - ფუნდამენტურ თავისუფლებებთან მიმართებით კიდევ უფრო გაუარესდა", - განაცხადა დიპლომატმა.

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ევროკომისია გაფართოების ახალ ანგარიშს დაახლოებით სამ კვირაში (სავარაუდოდ, 28 ოქტომბერს) გამოაქვეყნებს, სადაც წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის ოფიციალური შეფასება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 227 სტატია.

  • ევროპარლამენტის 70-ზე მეტი დეპუტატი ევროკავშირში „რუსული სახლების“ დახურვას ითხოვსფორმულა
  • გიორგი გაბუნია: ფინეთის პრეზიდენტის განცხადება იმ პოლიტიკის დეკლარირებაა, რომელსაც დასავლეთი აწარმოებდა უკრაინაში ევროკავშირის წევრობისა და ნატოს წევრობის ძახილითრუსთავი 2
  • პეტრე მამრაძე: ჩვენი ხელისუფლების პრეტენზიები ევროკავშირის მიმართ აბსოლუტურად ობიექტური და პოლიტიკურად კორექტულ ფორმაში გამოხატული იყო, რადგან რაც სინამდვილეში ხდებოდა, ეს ყველა ნორმალურ, ადამიანურ ზღვარს სცილდებოდა. ვგულისხმობ კანონს გამჭვირვალობის შესახებიმედი
  • გერმანული ფონდების გასვლის შემდეგ ALDE ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებსნეტგაზეთი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

8 თვეში საქართველომ რუსეთში $102 მილიონის ღვინო გაიტანა - სტატისტიკა

8 თვეში საქართველომ რუსეთში $102 მილიონის ღვინო გაიტანა - სტატისტიკა

BM.GE

"რა თქმა უნდა [სალომე ზურაბიშვილს] არ უნდა, ეს პასუხისმგებლობა აიღოს" - პრემიერი ნანა ყეინიშვილის საქმეზე

"რა თქმა უნდა [სალომე ზურაბიშვილს] არ უნდა, ეს პასუხისმგებლობა აიღოს" - პრემიერი ნანა ყეინიშვილის საქმეზე

BM.GE

ელჩის განცხადებით, EU საქართველოში €38 მილიონის ღირებულების პროექტებს დააფინანსებს - რას მოხმარდება?

ელჩის განცხადებით, EU საქართველოში €38 მილიონის ღირებულების პროექტებს დააფინანსებს - რას მოხმარდება?

BM.GE

"გადახედვა არ იგეგმება, პირიქით, დავხვეწთ" - გიორგი ცაგარეიშვილი უცხოელთა დასაქმების რეგულაციებზე

"გადახედვა არ იგეგმება, პირიქით, დავხვეწთ" - გიორგი ცაგარეიშვილი უცხოელთა დასაქმების რეგულაციებზე

BM.GE