მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საწვავი კვლავ ძვირდება - როგორ შეიცვალა ფასი ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე?
საწვავი კვლავ ძვირდება - როგორ შეიცვალა ფასი ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე?

საწვავი კვლავ ძვირდება - როგორ შეიცვალა ფასი ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე?

BM.GE23 ივლისი, 2026, 10:02|bm.ge

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირების ფონზე, საქართველოში საწვავმა კვლავ გაძვირება დაიწყო. ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართ სადგურებზე, ივლისის ბოლოსთვის ბენზინის და დიზელის საწვავი ფასი, ქსელების მიხედვით 4-დან 15 თეთრამდე გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ივნისის დასაწყისიდან საქართველოში მოქმედ გასამართ სადგურებზე საწვავი ივლისის დასაწყისამდე იაფდებოდა, რაც აღნიშნული პერიოდისთვის აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზებითა და შესაბამისად საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დასტაბილურებით იყო განპირობებული, თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი კვლავ ძვირდება.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასებისარქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Gulf-ის ქსელში ბოლოს საწვავის ფასი 23 ივლისს შეიცვალა და ბენზინი 4-11 თეთრით გაძვირდა. დიზელის ფასი ჯერჯერობით არ შეცვლილა.

შედეგად, დღეს, საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

• G-Force სუპერი - ₾4.20, მატება - 11 თეთრი; • G-Force პრემიუმი - ₾3.77, მატება - 8 თეთრი; • G-Force ევრო რეგულარი - ₾3.59, მატება - 4 თეთრი; • ევრო რეგულარი - ₾3.59, მატება - 4 თეთრი; • G-Force ევრო დიზელი - ₾4.07; • ევრო დიზელი - ₾3.97;

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 21 ივლისს შეიცვალა და ბენზინის ფასი 6-8 თეთრით გაიზარდა.

დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

• ეკო სუპერი - ₾4.18, მატება - 6 თეთრი; • ეკო პრემიუმი - ₾3.77, მატება - 8 თეთრი; • ეკო დიზელი - ₾4.09; • ევრო დიზელი - ₾4.04; • ევრო რეგულარი - ₾3.63, მატება - 8 თეთრი; • დიზელ ენერჯი - ₾3.99;

Connect-ის ქსელში დიზელი 22 ივლისს 5-15 თეთრით გაძვირდა. დღეს, ამ ქსელში ბენზინს და დიზელს ამ ფასად შეიძენთ:

• სუპერი - ₾3.85; • პრემიუმი - ₾3.65, მატება - 10 თეთრი; • რეგულარი - ₾3.50, მატება - 15 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾3.95; • დიზელი - ₾3.75, მატება - 5 თეთრი;

Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში დღეს, ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

• ნანო სუპერი - ₾4.04; • ნანო პრემიუმი - ₾3.65; • ნანო ევრო რეგულარი - ₾3.51; • ევრო 5 დიზელი - ₾3.95; • ნანო ევრო 5 დიზელი - ₾4.05;

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ივნისის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც გაიაფდა.

Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

• Efix სუპერი - ₾4.19; • Efix ევრო პრემიუმი - ₾3.78; • ევრო რეგულარი - ₾3.63; • Efix ევრო დიზელი - ₾4.09; • ევრო დიზელი - ₾3.99;

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

• Super ecto – ₾4.13; • Premium Avangard - ₾3.70; • Euro Regular - ₾3.55; • Euro Diesel - ₾3.99;

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა - როგორია უბნების მიხედვით მ²-ზე მედიანური ფასი?

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა - როგორია უბნების მიხედვით მ²-ზე მედიანური ფასი?

BM.GE

მარიამ ქვრივიშვილმა სინგაპურის ვაჭრობის მინისტრთან სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა

მარიამ ქვრივიშვილმა სინგაპურის ვაჭრობის მინისტრთან სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა

BM.GE

სასტუმროების სექტორში დაკრედიტება მცირდება, ვადაგადაცილებული სესხები კი იზრდება

სასტუმროების სექტორში დაკრედიტება მცირდება, ვადაგადაცილებული სესხები კი იზრდება

BM.GE

რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო - რა სამუშაოები ჩატარდება პირველ ეტაპზე?

რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო - რა სამუშაოები ჩატარდება პირველ ეტაპზე?

BM.GE