მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისის საკრებულოსთან 10 აქტივისტი ბანერების გამო დააკავეს
თბილისის საკრებულოსთან 10 აქტივისტი ბანერების გამო დააკავეს

თბილისის საკრებულოსთან 10 აქტივისტი ბანერების გამო დააკავეს

BM.GE27 ივლისი, 2026, 05:00|bm.ge

თბილისის საკრებულოსთან 10 აქტივისტი ბანერების გამო დააკავეს. ისინი დღეს საღამოს დაკავებული აქტივისტის თორნიკე თოშხუას სოლიდარობისთვის იყვნენ შეკრებილები. ცნობისთვის, თოშხუაც საპროტესტო ბანერის გამო დააკავეს.

დაკავებების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 10 პირი, რომლებსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. გარდა ამისა, ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს. პოლიციელებმა აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მომხდარს გამოეხმაურა საია, რომელიც აცხადებს, რომ შსს-მ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს გამოხატვის და შეკრების უფლებით სარგებლობისთვის დაკავებული პირები და შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დევნა.

"აქციების ამგვარი ფორმით დაშლა არა მხოლოდ უკანონობა, არამედ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვლიაწინებული დანაშაულია - შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა (სსკ მუხლი 161)", - აცხადებენ საიაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • ოფიციალური თბილისი გაეროში, ევროკავშირისა და ლიეტუვის წარმომადგენელთა დეზინფორმაციულ კამპანიას პასუხობს - საქართველოს ხელისუფლების მოწოდება და მტკიცე პოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • თბილისის სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვაფორმულა
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

BM.GE

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

BM.GE

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

BM.GE

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

BM.GE