მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპის კომპანია $344 მილიონის ბიტკოინის გაყიდვას აპირებს?
ტრამპის კომპანია $344 მილიონის ბიტკოინის გაყიდვას აპირებს?

ტრამპის კომპანია $344 მილიონის ბიტკოინის გაყიდვას აპირებს?

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 03:10|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტის კომპანია Trump Media & Technology Group-მა კრიპტობირჟა Crypto.com-ზე დაახლოებით 4,259 ერთეული ბიტკოინი გადარიცხა, რომლის საერთო ღირებულებაც $344 მილიონს შეადგენს.

ამ მსხვილმა ტრანზაქციამ, ბუნებრივია, ბაზარზე ბიტკოინის შესაძლო გაყიდვის შესახებ მოლოდინები გააჩინა, რადგან აღნიშნული მოცულობა თითქმის სრულად ემთხვევა კომპანიის კონვერტირებადი ობლიგაციების უზრუნველყოფის სახით ჩადებული გირაოს მოცულობას. შესაბამისად, ინვესტორები ფიქრობენ, რომ ვალდებულებების გადასაფარად ტრამპის კომპანია მის მფლობალობაში არსებული ბიტკოინის დიდ ნაწილს გაყიდის, სწორედ ამიტომ გადაიტანეს ეს 4,259 ბიტკოინი ბირჟაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ წარსულში Trump Media-ს აქტივები Crypto.com-ზე შენახვის მიზნითაც გადაუტანია ისე, რომ მონეტები არ გაუყიდია, რაც ამჟამინდელი გადარიცხვის ზუსტ დანიშნულებას ჯერჯერობით ბუნდოვანს ტოვებს.

საერთო ჯამში, Trump Media & Technology Group-ის მფლობელობაში 9,542 ბიტკოინია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ბირჟაზე კომპანიის კრიპტორეზერვის 45%-ია გადატანილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • ნაიჯელ ფარაჯი ტრამპს ომების შესახებ „გატეხილი დაპირების“ გამო აკრიტიკებსფორმულა
  • ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა - ბარელის ფასის თითქმის 10 დოლარით შემცირება რეკორდული ვარდნაა, ხალხი მიიჩნევს, რომ ირანთან ომი არ იქნება - დონალდ ტრამპირუსთავი 2
  • „მისტერ ვეტო გავხდები“ - ტრამპი დემოკრატების შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში კანონპროექტების დაბლოკვით იმუქრებატვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent

მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent

BM.GE

Rheinmetall-ის აქციები 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

Rheinmetall-ის აქციები 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

Nintendo Switch 2-ის გაყიდვები 41%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

Nintendo Switch 2-ის გაყიდვები 41%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

მაღალი აქტივობა და კონკურენტული გარემო - როგორ აფასებს GCCA მშენებლობის ბაზარს?

მაღალი აქტივობა და კონკურენტული გარემო - როგორ აფასებს GCCA მშენებლობის ბაზარს?

BM.GE