მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტურიზმის ადმინისტრაცია რაჭის კურორტების იდეისა და ვიზუალური პროექტზე $335 ათასს დახარჯავს
ტურიზმის ადმინისტრაცია რაჭის კურორტების იდეისა და ვიზუალური პროექტზე $335 ათასს დახარჯავს

ტურიზმის ადმინისტრაცია რაჭის კურორტების იდეისა და ვიზუალური პროექტზე $335 ათასს დახარჯავს

BM.GE31 მაისი, 2026, 15:00|bm.ge

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რაჭის ახალი კურორტების იდეისა და ვიზუალური პროექტის (კონცეპტუალური დიზაინის) შექმნაზე 335 134 დოლარს დახარჯავს.

უწყება აღნიშნული მომსახურების შესაძენად გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, თავდაპირველად, ეს მომსახურება კურორტების განვითარების სააგენტომ შეიძინა, რომელიც გასულ წელს გაუქმდა და მისი ფუნქციები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეითავსა.

კერძოდ, ამ მომსახურებაზე გამარტივებული შესყიდვა გასული წლის აგვისტოში კურორტების განვითარების სააგენტოს უკვე ჰქონდა გამოცხადებული, რაზეც თანხმობა მიიღო კიდეც. სააგენტომ 2025 წლის ოქტომბერში CITYFÖRSTER PartGmbB-თან ხელშეკრულება გააფორმა კიდეც და ახლა ტურიზმის ადმინისტრაცია ამ დოკუმენტში ითხოვს ცვლილებებს.

"CITYFÖRSTER PartGmbB-სთან 2025 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების სრულყოფილად განხორციელებისა და ჩაბარებისთვის, საჭიროა გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, რათა განხორციელდეს მომსახურების შესრულებისა და ჩაბარების ვადის გაგრძელება 2026 წლის 30 სექტემბრამდე.

წარმოდგენილი ცვლილება ეხება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საერთაშორისო კომპანია CITYFÖRSTER PartGmbB შორის 2025 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებულ N47 ხელშეკრულების ფარგლებში, მეორე ეტაპზე წარმოსადგენი ანგარიშის — „ხედვა, სტრატეგია, სიცოცხლისუნარიანობა“ — შესრულებისა და ჩაბარების ვადის კორექტირებას.

კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს:• მეორე ეტაპის ანგარიშის ჩაბარების ვადის გადატანას არაუგვიანეს 2026 წლის 12 ივნისამდე;• აღნიშნული ცვლილების შესაბამისად მესამე ეტაპის შესრულებისა და ჩაბარების ვადის კორექტირებას და მის გადატანას არაუგვიანეს 2026 წლის 30 სექტემბრამდე", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ვადების გადაწევის მიზეზად ადმინისტრაცია მეტეოროლოგიურ პირობებს ასახელებს, რამაც საველე სამუშაოების წარმოება გააჭიანურა.

მრავალძალი, შხივანა, ბეთლევი, სხარტალი - ეს ის ზონებია, რომლებზეც 2024 წელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებდა, სახელმწიფომ ტურისტული განვითარებისთვის მოიძია. აღსანიშნავია, რომ შოვში მომხდარი სტიქიის შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია იყო, რომ სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 103 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

დარჩელის N2 საჯარო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება

დარჩელის N2 საჯარო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება

BM.GE

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE

Visa-ს ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Visa-ს ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

„ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო აქვთ’’ - რამდენად ზუსტია შალვა პაპუაშვილის განცხადება?

„ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო აქვთ’’ - რამდენად ზუსტია შალვა პაპუაშვილის განცხადება?

BM.GE