მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინული დარტყმების ფონზე რუსეთმა ინდოეთიდან საწვავის იმპორტი დაიწყო - Financial Times
უკრაინული დარტყმების ფონზე რუსეთმა ინდოეთიდან საწვავის იმპორტი დაიწყო - Financial Times

უკრაინული დარტყმების ფონზე რუსეთმა ინდოეთიდან საწვავის იმპორტი დაიწყო - Financial Times

BM.GE23 ივლისი, 2026, 21:36|bm.ge

უკრაინული დრონების მიერ ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების დაზიანების ფონზე, რუსეთმა შიდა დეფიციტის შესამცირებლად ნავთობპროდუქტების იმპორტი ინდოეთიდან დაიწყო.

როგორც ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებიდან ირკვევა, ინდოეთში მდებარე ვადინარის ნავთობსაგადამმუშავებელი ქარხნიდან გამოგზავნილი 42,000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი რუსეთის ჩრდილოეთში მდებარე ბელოე-მორეს ტერმინალში კვირას შევა. ამ საწარმოს ინდური კომპანია Nayara Energy ფლობს, სადაც რუსულ სახელმწიფო კომპანია Rosneft-ს 49%-იანი წილი ეკუთვნის. საყურადღებოა, რომ Nayara Energy-ში რუსული კომპანიებისთვის საწვავის მიყიდვას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ კომპანია მხოლოდ შიდა ბაზრის მომარაგებაზეა ორიენტირებული.

Reuters-ის ცნობით, რუსეთის მიმართულებით ინდოეთიდან უკვე გაიგზავნა სულ მცირე 60,000 ტონა ბენზინი, რაც ქვეყნის დღიური მოხმარების დაახლოებით 60%-ს შეადგენს.

პარალელურად, მოსკოვისთვის ბენზინის მიწოდება მკვეთრად გაზარდა, ბელარუსმაც, რომელმაც ივნისში რუსეთს 184,000 ტონა საწვავი მიჰყიდა. სიცხადისთვის, ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 3-ჯერ, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 184-ჯერაა გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტის დაწყებას კრემლში ოფიციალურად ადასტურებენ. რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ კრიზისის ფონზე უცხოეთიდან საწვავის შემოტანა აქტიურად დაიწყო. შექმნილ ვითარებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული სირთულეები დროებითია და ეკონომიკურ დინამიკას არ შეცვლის.

ცნობისთვის, ივნისში რუსეთში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საწვავის კრიზისი დაიწყო, რის გამოც ქვეყნის რეგიონების უმრავლესობაში საწვავის გაყიდვაზე ლიმიტები დაწესდა. შექმნილი დეფიციტი დაახლოებით 50 მილიონ მოქალაქეს შეეხო. ეს მოცემულობა კი ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინული სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების დამსახურებაა, რომლებმაც რუსული გადამუშავების სიმძლავრეები დაახლოებით 40%-ით შეაჩერეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საწვავის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • AP: აშშ-ში დიზელის საწვავის საშუალო ფასმა რეკორდულ ნიშნულს, 5,85 დოლარს მიაღწიაიმედი
  • ფარულავა: პასუხგაუცემელია, რა მიზნით განხორციელდა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაფორმულა
  • „ივანიშვილის პირდაპირი ბიზნესია ოკუპანტებთან“ - ბესო შენგელია აფხაზეთში საწვავის მიწოდებაზეტვ პირველი
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
საწვავის →

მსგავსი სტატიები

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

BM.GE

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

BM.GE

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

BM.GE

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

BM.GE