მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვისაუბრეთ პროექტებზე, რაც მეწარმეებს საშუალებას მისცემს უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილები ჩინეთის ბაზარზე - ირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთში ვიზიტზე
ვისაუბრეთ პროექტებზე, რაც მეწარმეებს საშუალებას მისცემს უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილები ჩინეთის ბაზარზე - ირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთში ვიზიტზე

ვისაუბრეთ პროექტებზე, რაც მეწარმეებს საშუალებას მისცემს უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილები ჩინეთის ბაზარზე - ირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთში ვიზიტზე

BM.GE5 ნოემბერი, 2026, 00:20|bm.ge

„ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა იძლევა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები წამყვან კორპორაციებთან გამართა.

„ვიცე-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ ჩინეთის წამყვან კორპორაციებთან დისტრიბუციის, ლოგისტიკის, იმპორტის მიმართულებით. ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ გრძელვადიან თანამშრომლობაზე, კონკრეტულ პროექტებზე, რაც ქართველ მეწარმეებს საშუალებას მისცემს, რომ კიდევ უფრო აქტიურად და ეფექტურად იყვნენ წარმოდგენილები ჩინეთის ბაზარზე საექსპორტო პროდუქციის მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტის ფარგლებში ჩინეთისა და საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრებს შორის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 103 სტატია.

  • უპრეცედენტო მნიშვნელობის პროექტი - დედაქალაქს ახალი, თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი ნაგავსაყრელი ექნებარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

„ეს ყველაფერი ინფანტილური პოლიტიკაა“ - კახა გოგოლაშვილი პრემიერის ინტერვიუზე Euronews-თან

„ეს ყველაფერი ინფანტილური პოლიტიკაა“ - კახა გოგოლაშვილი პრემიერის ინტერვიუზე Euronews-თან

BM.GE

უნგრეთი რუსულ გაზსა და ნავთობზე უარისთვის ემზადება - რა ვადა დაუწესა ევროკავშირმა?

უნგრეთი რუსულ გაზსა და ნავთობზე უარისთვის ემზადება - რა ვადა დაუწესა ევროკავშირმა?

BM.GE

გაიზარდა სასამართლოს გაუმჭვირვალობა, რეფორმა კვლავ არ განხორციელდა - ევროკავშირი

გაიზარდა სასამართლოს გაუმჭვირვალობა, რეფორმა კვლავ არ განხორციელდა - ევროკავშირი

BM.GE

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შანხაის პორტის ოპერატორი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შანხაის პორტის ოპერატორი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

BM.GE