მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზუგდიდში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირება იწყება - რა იქნება პროექტის ღირებულება?
ზუგდიდში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირება იწყება - რა იქნება პროექტის ღირებულება?

ზუგდიდში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირება იწყება - რა იქნება პროექტის ღირებულება?

BM.GE21 მაისი, 2026, 00:20|bm.ge

ზუგდიდში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირება იწყება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გააფორმა. პროექტის შესრულების ვადად კი 6 თვე განისაზღვრა.

უწყების ინფორმაციით, ზუგდიდის კომპლექსის პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 399 812 ლარს შეადგენს. დაგეგმილი ინფრასტრუქტურა გააერთიანებს სპორტული და საზოგადოებრივი დანიშნულების არაერთ სივრცეს. მათ შორის იქნება სავარჯიშო დარბაზები, ღია მინი ფეხბურთის მოედანი, საჭადრაკო სივრცე, ასევე ჩოგბურთისა და პადელის კორტები.

პროექტის მიხედვით, კომპლექსში განთავსდება სხვადასხვა სპორტული სახეობისთვის საჭირო დარბაზები, სავარჯიშო ზონები და დამხმარე სივრცეები, ასევე საკონფერენციო დარბაზი და კომერციული ფართები. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა თანამედროვე ავტოსადგომი, უსაფრთხოების სისტემები და სრულყოფილი განათების ინფრასტრუქტურა.

სამინისტროს თანახმად, ანალოგიური პროექტი იგეგმება სენაკშიც, სადაც ახალი დახურული საცურაო აუზის პროექტირების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 106 892 ლარს შეადგენს. აუზი ითვალისწინებს არანაკლებ 200 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნებს, სპორტულ და საბავშვო აუზებს, სავარჯიშო დარბაზებს, გასახდელებსა და ფიზიოთერაპიის სივრცეებს.

უწყების შეფასებით, ორივე პროექტში გათვალისწინებულია სამედიცინო და ადმინისტრაციული ოთახები, საკონფერენციო დარბაზები და კომერციული სივრცეები.

პროექტების განხორციელება მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდასა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE