ორიგინალი
ყაველაშვილის შეწყალების შემდეგ, საპატიმრო კიდევ რამდენიმე დაკავებულმა მომიტინგემ დატოვა
სივილ ჯორჯია·13:25

ყაველაშვილის შეწყალების შემდეგ, საპატიმრო კიდევ რამდენიმე დაკავებულმა მომიტინგემ დატოვა

23 ნოემბერი, 2026 · 13:25

23 ნოემბერს, გიორგობის აღსანიშნავად, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 232 პირი შეიწყალა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, საპატიმრო დატოვა კიდევ შვიდმა მომიტინგემ, რომლებიც 2024 წლის სხვადასხვა პერიოდში გამართული ანტისახელისუფლებო აქციების დროს დააკავეს.

შეწყალებულთა შორისაა რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი, რომელიც 2024 წლის გაზაფხულზე „უცხოური აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით გაასამართლეს. ასევე, გათავისუფლდნენ გიორგი მინდაძე, ანრი კვარაცხელია, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თემურ ზასოხაშვილი და დავით ლომიძე — ისინი 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებულ, ევროკავშირის მხარდამჭერ აქციებთან დაკავშირებით სხვადასხვა ვადით იმყოფებოდნენ პატიმრობაში. სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა სიაშია ირაკლი მეღვინეთუხუცესიც, რომელიც 2024 წლის გაზაფხულის აქციებთან დაკავშირებით იყო გასამართლებული.

მინდაძე, კვარაცხელია, ჯავახიშვილი, ზასოხაშვილი და ლომიძე პატიმრობაში თითქმის ორი წელი იმყოფებოდნენ, ხოლო ოკმელაშვილმა და მეღვინეთუხუცესმა ციხეში დაახლოებით 2,5 წელი გაატარეს.

მომიტინგეთა კიდევ ერთი ჯგუფი საპატიმროს დეკემბერში დატოვებს. ისინი ევროკავშირის მხარდამჭერ აქციებთან დაკავშირებით ორწლიან სასჯელს იხდიან.

სრული სტატია წყაროზეწყარო: civil.ge
  1. მთავარი
  2. სივილ ჯორჯია
  3. ყაველაშვილის შეწყალების შემდეგ, საპატიმრო კიდევ რამდენიმე დაკავებულმა მომიტინგემ დატოვა

თემა: რამდენიმე

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • აჭარის ტელევიზია·16:27
    ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ითხოვს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას
  • პოსტივი·15:59
    ᲞᲠᲔᲛᲘᲔᲠᲘ: “ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘᲛᲔ ᲓᲦᲘᲡ ᲬᲘᲜ 8 ᲘᲡᲔᲗᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ ᲨᲔᲕᲘᲬᲧᲐᲚᲔᲗ, ᲠᲝᲛᲔᲚᲗᲐ ᲣᲛᲔᲢᲔᲡᲝᲑᲐ ᲣᲛᲫᲘᲛᲔᲡ ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲐᲨᲘ ᲘᲧᲝ ᲩᲐᲠᲗᲣᲚᲘ. ᲘᲒᲘᲕᲔ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲫᲐᲚᲐᲨᲘᲐ ᲜᲔᲑᲘᲡᲛᲘᲔᲠᲘ ᲞᲐᲢᲘᲛᲠᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝᲡ, ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲛᲮᲝᲑᲐᲡ ᲪᲓᲘᲚᲝᲑᲓᲐ. ᲐᲛ ᲤᲝᲜᲖᲔ, ᲐᲡᲔᲗᲘ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ ᲔᲕᲠᲝᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲘᲡ ᲛᲮᲠᲘᲓᲐᲜ ᲡᲠᲣᲚᲘᲐᲓ ᲐᲣᲮᲡᲜᲔᲚᲘᲐ”
  • იმედი·15:03
    პრემიერი: რამდენიმე დღის წინ 8 ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული, იგივე შეთავაზება ძალაშია ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს, ხელისუფლების დამხობას ცდილობდა, ამ ფონზე ასეთი განცხადებები ევროპარლამენტის მხრიდან სრულიად აუხსნელია
  • ლელო·14:58
    "არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს..." - მერაბ ჟორდანიამ გამოსცა წიგნი, რომელიც ლანჩხუთის "გურიას" მიუძღვნა...
რამდენიმე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

სივილ ჯორჯია·19:07

კობახიძე ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებში შესაძლოა „დიფ სთეითის“ ხელი ურევია

კობახიძე ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებში შესაძლოა „დიფ სთეითის“ ხელი ურევია
სივილ ჯორჯია·16:02

საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციაში ევროპარლამენტი პაატა ბურჭულაძისა და „ყველა პოლიტპატიმრის“ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციაში ევროპარლამენტი პაატა ბურჭულაძისა და „ყველა პოლიტპატიმრის“ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია·13:06

ზურაბაშვილი რუსეთთან დიალოგს იცავს, თუმცა აცხადებს, რომ მოსკოვის მიდგომა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა მიმართული

ზურაბაშვილი რუსეთთან დიალოგს იცავს, თუმცა აცხადებს, რომ მოსკოვის მიდგომა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა მიმართული
სივილ ჯორჯია·10:32

ლავროვს თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, მინსკი რუსეთ-საქართველოს დიალოგის დედაქალაქებში გადატანაზე საუბრობს

ლავროვს თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, მინსკი რუსეთ-საქართველოს დიალოგის დედაქალაქებში გადატანაზე საუბრობს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.