ორიგინალი
ლავროვს თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, მინსკი რუსეთ-საქართველოს დიალოგის დედაქალაქებში გადატანაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია·10:32

ლავროვს თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, მინსკი რუსეთ-საქართველოს დიალოგის დედაქალაქებში გადატანაზე საუბრობს

26 ნოემბერი, 2026 · 10:32

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით. იგი ასევე მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებას, რომელშიც იგი რუსეთთან კონტაქტების განახლებაზე საუბრობს. ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ რიჟენკოვმა მიანიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს განახლებულმა მოლაპარაკებებმა, რომლებიც ცოტა ხნის წინ მინსკში გაიმართა, შესაძლოა, მომავალში ორი ქვეყნის დედაქალაქებში გადაინაცვლოს.

25 ნოემბერს, ბელარუსის ქალაქ გომელში მაქსიმ რიჟენკოვთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ლავროვს ჰკითხეს რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც ჟურნალისტმა „2008 წლის შემდეგ ამ ფორმატში პირველ კონტაქტად“ მოიხსენია. კითხვა ეხებოდა იმას, იყო თუ არა ეს ერთჯერადი შეხვედრა, თუ იმაზე მიანიშნებს, რომ ბელარუსი შესაძლოა შემდგომი პირდაპირი დიალოგის გამართვის ადგილად იქცეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ბელარუს მეგობრებს ამ საკითხზე მოლაპარაკებების სივრცის უზრუნველყოფისთვის. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით“, — ციტირებს ლავროვის სიტყვებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, [მაკა] ბოჭორიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ არ უნდა გეშინოდეს რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების. ვფიქრობ, ეს არის პრაგმატული მიდგომა, რომელიც ქართველი ხალხისა და საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების ინტერესებს ემსახურება “, — დასძინა მან.

როგორც ჩანს, ლავროვის განცხადება ეხება ბოჭორიშვილის იმ კომენტარს, რომლებიც მან 19 ნოემბერს, მინსკის შეხვედრის დღეს, ტელეკომპანია „იმედის“ ღამის ეთერში გააკეთა. მან მოიწონა ბელარუსში მოლაპარაკებების გამართვის გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული გადაუჭრელი საკითხებისა.

კითხვაზე, თუ რატომ გადაიტანეს შეხვედრა მინსკში, ბოჭორიშვილმა უპასუხა, რომ ადგილმდებარეობა მთავარი ფაქტორი არ ყოფილა. მან ხაზი გაუსვა თავად მოლაპარაკებების გამართვისა და საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის აუცილებლობას.

„როდესაც საუბარია შეხვედრაზე, შეხვედრის ადგილი უნდა იყოს მისაღები შეხვედრის მონაწილეებისთვის. ჩვენ არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში, რომ თუნდაც, ეს ყოფილიყო მინსკში. არის გარკვეული საჭიროებები, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ზოგადად ამ ფორმატის საჭიროებაზე, არის საჭიროებები, რომელიც სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარეობს და ეს საკითხები მოითხოვს პირველ რიგში დაუყოვნებლივ საუბარს, დიალოგს და სწორედ ამას ემსახურებოდა ამ შეხვედრის გამართვა“, – განაცხადა მან.

„ამ შემთხვევაში ადგილი სულაც არ არის ასეთი მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო თავად შეხვედრის დროულად გამართვა და დროულად დაწყება საუბრის იმ საკითხებზე, რაც ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია“, – დასძინა ბოჭორიშვილმა.

როდესაც წამყვანმა მას თბილისში შეხვედრის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე ჰკითხა, მათ შორის მოსაზრებებზე, რომ ეს შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობების დე ფაქტო აღდგენის ნიშანი იყოს ან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ჩაანაცვლოს, ბოჭორიშვილმა ეს კრიტიკა უარყო და აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგი არ უნდა განიხილებოდეს როგორც მიუღებელი.

„ბოლო წლებში ჩვენ რუსეთთან ურთიერთობებსა და დამოკიდებულებაში უნდათ, რაღაცნაირად დანერგონ შიში დიალოგის, საუბრის შიში და სრული მიუღებლობა. მეორე მხრივ, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს ყველაზე მეტი და დიდი პრობლემები და საუბრისა და დიალოგის გარეშე, თუკი ვსაუბრობთ რაღაც პრობლემის გადაჭრაზე თუ მოგვარებაზე, ბუნებრივია, ამის გაკეთება არის შეუძლებელი“, – აღნიშნა მან.

„შესაბამისად, პირველ რიგში, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

25 ნოემბერს, რუსულმა სააგენტო TASS-მა გაავრცელა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაქსიმ რიჟენკოვის განცხადება, რომელშიც ის მიესალმება რუსეთ-საქართველოს დიალოგს და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებმა შესაძლოა ორი ქვეყნის დედაქალაქებში გადაინაცვლოს.

„ძალიან ხანგრძლივი და შინაარსიანი მოლაპარაკებების განმავლობაში – როგორც ამის შესახებ ორივე მხარის წარმომადგენლებმა გვაცნობეს – მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ურთიერთნდობის ჩამოყალიბებაში, რამაც შესაძლებელი გახადა შემდგომი მოლაპარაკებების გამართვა ორი ქვეყნის დედაქალაქებში“, – განაცხადა რიჟენკოვმა.

„ვინაიდან არაფერია იმაზე უკეთესი ან, მართლაც, უფრო საიმედო, ვიდრე მოლაპარაკებები დედაქალაქებში, როდესაც მხარეები ურთიერთგაგების ისეთ დონეს აღწევენ, რომ შეუძლიათ ერთმანეთს ეწვიონ ორმხრივად მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად“, – ციტირებს TASS-ი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: civil.ge
  1. მთავარი
  2. სივილ ჯორჯია
  3. ლავროვს თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, მინსკი რუსეთ-საქართველოს დიალოგის დედაქალაქებში გადატანაზე საუბრობს

თემა: რუსეთის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 257 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·08:42
    მედია - დრონებმა რუსეთში შეუტიეს ქიმიურ ქარხანას, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებებით ამარაგებს
  • GHN·08:40
    რუსეთის სტავროპოლის მხარეში დრონებით თავდასხმა განხორციელდა ქიმიურ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებით ამარაგებს
  • იმედი·08:26
    მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით
  • რადიო თავისუფლება·07:36
    რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს კიევს
რუსეთისთბილისშიდიალოგი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

სივილ ჯორჯია·17:46

ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს კვლავ ზრდის

ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს კვლავ ზრდის
სივილ ჯორჯია·15:17

2026 წლის ოქტომბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ოქტომბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
სივილ ჯორჯია·13:39

დეპუტატი აცხადებს, რომ 2012 წლიდან საქართველოში სუროგაციის გზით 13 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა

დეპუტატი აცხადებს, რომ 2012 წლიდან საქართველოში სუროგაციის გზით 13 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა
სივილ ჯორჯია·13:07

ევროკომისია სანქციების სიიდან ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოღებას ვარაუდობს

ევროკომისია სანქციების სიიდან ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოღებას ვარაუდობს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.