ორიგინალი
საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციაში ევროპარლამენტი პაატა ბურჭულაძისა და „ყველა პოლიტპატიმრის“ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია·16:02

საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციაში ევროპარლამენტი პაატა ბურჭულაძისა და „ყველა პოლიტპატიმრის“ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

26 ნოემბერი, 2026 · 16:02

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო სათაურით „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტპატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“. დოკუმენტი მოუწოდებს „დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ“ ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე, რომლებიც ამჟამად შვიდწლიან სასჯელს იხდიან 2025 წლის 4 ოქტომბრის არეულობასთან დაკავშირებით. რეზოლუცია სხვა „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებისკენაც მოუწოდებს.

4 ოქტომბრის არეულობასთან დაკავშირებით, ბრალი 64-მდე პირს წაუყენეს, რომლებიც მოგვიანებით გაასამართლეს. მათგან ბევრმა ვადაზე ადრე დატოვა საპატიმრო საპროცესო შეთანხმების ან პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე. ამჟამად ციხეში დაახლოებით 19 ადამიანი რჩება, ხოლო ოთხი მათგანის გათავისუფლება უახლოეს კვირებშია მოსალოდნელი.

რეზოლუცია 26 ნოემბერს მიიღეს. მას მხარი ევროპარლამენტის 441-მა წევრმა დაუჭირა, 47 წინააღმდეგი იყო, ხოლო 86-მა თავი შეიკავა. კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები, რომლის დროსაც სიტყვით გამოსული 15 ევროპარლამენტარიდან 14-მა „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა. გამონაკლისი იყო მხოლოდ ფრანგი ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი ულტრამემარჯვენე ჯგუფიდან „პატრიოტები“, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება დაიცვა.

რეზოლუცია კვლავ მოუწოდებს, რომ სანქციები დაუწესდეთ მმართველი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, სადავო პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, თბილისის მერს, კახა კალაძესა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, ასევე მოსამართლეებს, პროკურორებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ 71 წლის პაატა ბურჭულაძეს, საქართველოსა და ავსტრიის მოქალაქეს, „გამოჩენილ საოპერო მომღერალსა და სამოქალაქო აქტივისტს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართულ და ევროპულ კულტურაში“, 2026 წლის მაისში, „პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე“, შვიდი წლით პატიმრობა შეეფარდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „კვლავ არსებობს სერიოზული შეშფოთება“ ბურჭულაძის საქმის განხილვის სამართლიანობასთან, „განაჩენის პროპორციულობასა და პატიმრობის პირობებთან“ დაკავშირებით, და მათ შორის აღსანიშნავია „ხანგრძლივი იზოლაცია, გარე სამყაროსთან კონტაქტის მკაცრი შეზღუდვა და არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება, განსაკუთრებით მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით“.

ბურჭულაძის საქმე განხილულია „რუსული გავლენის ზრდისა და დემოკრატიის, სასამართლო დამოუკიდებლობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემური ეროზიის ფონზე“. აღნიშნულია, რომ რეჟიმი სისტემატურად იყენებს სასამართლო სისტემასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად, ასევე ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია, რომ „მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა და შემზღუდავი კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება ფუნდამენტური თავისუფლებების შესაზღუდად“ სრულიად შეუთავსებელია ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებთან და საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებთან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტმა „არაერთხელ დაგმო პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ყველა სინდისის პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა“.

მიღებული პირველი შესწორების თანახმად, დოკუმენტი „მკაცრად გმობს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის გასამართლებას და მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ ისინი, ისევე როგორც ყველა სხვა პოლიტპატიმარი და უკანონოდ დაკავებული პირი, მათი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. მათ შორის დასახელდნენ „ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ბარამიძე, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი და ყველა სხვა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგე”.

დოკუმენტი მოითხოვს, რომ ევროპარლამენტის წევრებს მიეცეთ „დაკავებულებთან შეუფერხებელი წვდომის“ შესაძლებლობა; ამასთან, „საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას მათ სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე“ და მოითხოვს, რომ „დაკავებულებს დაუყოვნებლივ მიეცეთ დამოუკიდებელ ექიმებთან შეუფერხებელი წვდომა“.

რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს „თვითდანიშნულ“ ხელისუფლებას, „პატივი სცეს სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს“ და უზრუნველყოს ბურჭულაძისთვის ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაზე და იურიდიულ დახმარებაზე წვდომა.

რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს „ხელოვანების, ოპოზიციის წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და სამართლებრივი შევიწროება“, ასევე უზრუნველყოს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების სრული თავისუფლება.

ის ასევე ითხოვს „დამოუკიდებელ გამოძიებას ძალის გადამეტების, დაშინებისა და მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე“ და მოითხოვს, რომ „პასუხისმგებელი პირები კანონის წინაშე წარსდგნენ“.

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს „ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ“ და ხაზს უსვამს, რომ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა „აუცილებელი პირობაა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის“.

მიღებული მეორე შესწორების თანახმად, რეზოლუციაში ასევე გამოთქმულია „სინანული“ იმის გამო, რომ ევროკავშირის „ზოგიერთმა“ წევრმა სახელმწიფომ პასუხისმგებლობა არ დააკისრა მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, „კოორდინირებული რეაგირება“ მოახდინოს და კვლავ მოუწოდებს „მიზნობრივი სანქციების“ დაწესებისკენ იმ პირთა მიმართ, რომლებიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვაზე, ასევე ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე არიან პასუხისმგებელნი. მათ შორის დასახელდნენ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, ასევე მოსამართლეები, პროკურორები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.

რეზოლუციის დასასრულს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს დაევალა, აღნიშნული დოკუმენტი ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და „საქართველოს თვითდანიშნულ ხელისუფლებას“ გადაუგზავნოს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: civil.ge
  1. მთავარი
  2. სივილ ჯორჯია
  3. საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციაში ევროპარლამენტი პაატა ბურჭულაძისა და „ყველა პოლიტპატიმრის“ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

თემა: ევროპარლამენტმა

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • პოსტივი·19:10
    თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: „ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ – საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან“
  • პალიტრა ნიუსი·18:48
    საგარეო უწყება - გიორგი ზურაბაშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია
  • ინფო 9·18:43
    თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ - საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან
  • ამბები.ge·18:43
    ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციაში შესწორება შეიტანა და ახალი მოთხოვნა დაემატა - რა წერია დოკუმენტში?
ევროპარლამენტმარეზოლუციაპაატა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

სივილ ჯორჯია·19:07

კობახიძე ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებში შესაძლოა „დიფ სთეითის“ ხელი ურევია

კობახიძე ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებში შესაძლოა „დიფ სთეითის“ ხელი ურევია
სივილ ჯორჯია·13:06

ზურაბაშვილი რუსეთთან დიალოგს იცავს, თუმცა აცხადებს, რომ მოსკოვის მიდგომა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა მიმართული

ზურაბაშვილი რუსეთთან დიალოგს იცავს, თუმცა აცხადებს, რომ მოსკოვის მიდგომა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა მიმართული
სივილ ჯორჯია·10:32

ლავროვს თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, მინსკი რუსეთ-საქართველოს დიალოგის დედაქალაქებში გადატანაზე საუბრობს

ლავროვს თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, მინსკი რუსეთ-საქართველოს დიალოგის დედაქალაქებში გადატანაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია·17:46

ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს კვლავ ზრდის

ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს კვლავ ზრდის
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.