მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ტრამპი: რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ტრამპი: რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ტრამპი: რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ფორმულა|formulanews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დომალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთი და უკრაინა "ენერგეტიკულ ზავზე" შეთანხმდნენ.

"ამ მომენტიდან რუსეთსა და უკრაინას შორის ომში "ენერგეტიკული ზავი" მოქმედებს - ამაზე ორივე მხარე შეთანხმდა.

არ დაარღვიოთ!

გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის", - წერს ტრამპი.

უკრაინასა და რუსეთს შეთანხმება ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ.

"ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლეა. მაგრამ თუ რუსები ენერგეტიკულ ზავზე თანახმა არიან, უკრაინაც დათანხმდება. თუ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს პუტინთან შეათანხმა, გთხოვთ, გვითხრათ, როდის იწყება ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ მზად ვართ და დავთანხმდებით" - უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-ის ჟურნალისტს.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებულმა წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ ტრამპის განცხადება მათთვის მოულოდნელი იყო, თუმცა უკრაინა დათანხმდება, თუ რუსეთიც გაიზიარებს პირობებს..

მედიის ინფორმაციით, დიზელის საწვავის შესახებ შეთანხმების გამოცხადების პარალელურად, მაიამიში დაიწყო მოლაპარაკებები უკრაინისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებს შორის. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი.

მანამდე, ტრამპმა ზელენსკის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტისაკენ მოუწოდა. ტრამპის მტკიცებით, ზელენსკის ქმედებები ამერიკელ ფერმერებს აზარალებს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არის დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაბიჯები ორმხრივი იქნება.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 258 სტატია.

  • "ეს რაღაცით ჰგავს იმას, რაც 2006 წელს მოხდა" - „თბილღვინო“ რუსეთში ქართული სასმელების აკრძალვაზეBM.GE
  • რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, სავარაუდოდ, ქართველი მეცნიერებიც იმუშავებენნეტგაზეთი
  • ბენზინის ფასის ზრდის მიზეზი უკრაინის მიერ რუსეთში “ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების“ აფეთქებაა - ტრამპიტვ პირველი
  • Financial Times: ესტონეთს, „აქტიური თავდაცვის“ პროგრამის ფარგლებში, ჯარები რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს გადაჰყავსიმედი
რუსეთის →უკრაინის →ტრამპი →

მსგავსი სტატიები

რუსეთი საქართველოს კვლავ მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრების დემარკაციისკენ

რუსეთი საქართველოს კვლავ მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრების დემარკაციისკენ

ფორმულა

ფინეთის პრემიერ-მინისტრი EU-ს შესთავაზებს შეწყდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა

ფინეთის პრემიერ-მინისტრი EU-ს შესთავაზებს შეწყდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა

ფორმულა

ზელენსკი: დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯები ორმხრივი უნდა იყოს

ზელენსკი: დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯები ორმხრივი უნდა იყოს

ფორმულა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხსაც განიხილავს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხსაც განიხილავს

ფორმულა