მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ამერიკული ბანკის თანამშრომელმა რომის პაპ ლეო XIV-ს ტელეფონი გაუთიშა, მას შემდეგ, რაც მან უთხრა, რომ რომის პაპია
ამერიკული ბანკის თანამშრომელმა რომის პაპ ლეო XIV-ს ტელეფონი გაუთიშა, მას შემდეგ, რაც მან უთხრა, რომ რომის პაპია

ამერიკული ბანკის თანამშრომელმა რომის პაპ ლეო XIV-ს ტელეფონი გაუთიშა, მას შემდეგ, რაც მან უთხრა, რომ რომის პაპია

იმედი|imedinews.ge

ამერიკული ბანკის ტექნიკური მხარდაჭერის თანამშრომელმა რომის პაპ ლეო XIV-სთან საუბრისას ყურმილი დაკიდა, როდესაც პონტიფექსმა განუმარტა, რომ ის რომის პაპია. ამ სახალისო ისტორიას The New York Times-ი ილინოისელ მღვდელზე, ტომ მაკკარტიზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც პაპთან მრავალი წელია მეგობრობს.

როგორც მაკკარტიმ აღნიშნა, ეს შემთხვევა ლეო XIV-ის ინტრონიზაციიდან დაახლოებით 2 თვეში მოხდა. პაპმა ამერიკულ ბანკში დარეკა, რათა ტელეფონის ნომრისა და მისამართის ცვლილების შესახებ შეეტყობინებინა. მან თავისი სახელი და გვარი - რობერტ პრევოსტი - დაასახელა.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა საკონტროლო კითხვებს სწორად უპასუხა, თუმცა ბანკის თანამშრომელმა განუცხადა, რომ ეს საკმარისი არ იყო და ის პირადად უნდა გამოცხადებულიყო ბანკის განყოფილებაში, აშშ-ში. „ამას ვერ გავაკეთებ. მე ხომ ყველა საკონტროლო კითხვას ვუპასუხე“, - თქვა მან.

პაპი შეეცადა აეხსნა, თუ რატომ ვერ მიდიოდა ბანკში. „ექნებოდა რაიმე მნიშვნელობა, რომ მეთქვა, რომ მე პაპი ლეო ვარ?“ - იკითხა მან. თუმცა ბანკის თანამშრომელმა მას არ დაუჯერა და ყურმილი დაკიდა. რით დასრულდა ეს ყველაფერი და შეძლო თუ არა პაპმა საკონტაქტო მონაცემების დისტანციურად შეცვლა - უცნობია.

ლეო XIV რომის პაპად 2025 წლის მაისში, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებიდან მალევე აირჩიეს. ის ისტორიაში პირველი პაპი გახდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვსBM.GE
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა – შსსნეტგაზეთი
ბანკის →

მსგავსი სტატიები

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

იმედი

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი