მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ანდრეი სიბიგას განცხადებით, მოპარული უკრაინული ხორბლით დატვირთული გემი ისრაელის პორტში აღარ დაიცლება
ანდრეი სიბიგას განცხადებით, მოპარული უკრაინული ხორბლით დატვირთული გემი ისრაელის პორტში აღარ დაიცლება

ანდრეი სიბიგას განცხადებით, მოპარული უკრაინული ხორბლით დატვირთული გემი ისრაელის პორტში აღარ დაიცლება

იმედი|imedinews.ge

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გემი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული ხორბლით იყო დატვირთული, ისრაელის პორტში აღარ შევა.

„მისასალმებელია, რომ გემი PANORMITIS-ი, რომელსაც უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ხორბალი უკანონოდ გადაჰქონდა, ისრაელში აღარ დაიცლება. ეს უკრაინის სამართლებრივი და დიპლომატიური ღონისძიებების ეფექტიანობაზე მიუთითებს.

ეს აგრეთვე მკაფიო გზავნილია ყველა სხვა გემის, კაპიტნის, ოპერატორის, დაზღვევის აგენტისა და მთავრობისთვის: არ იყიდოთ მოპარული უკრაინული ხორბალი. აღნიშნულ დანაშაულში მონაწილეობას ნუ მიიღებთ.

ვაგრძელებთ ამ კონკრეტული გემის თვალყურის დევნებას და მასთან განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის საფრთხის შესახებ ყველას ვაფრთხილებთ.

ჩვენ აგრეთვე გავაგრძელებთ რუსული მარცვლეულის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ სასანქციო ზომების გაზრდას“, - დაწერა სიბიგამ.

ცნობისთვის, 27 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ისრაელის პორტში შესასვლელად ემზადება გემი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული მარცვლეულით არის დატვირთული. სიბიგას მისმა ისრაელელმა კოლეგამ, გიდეონ საარმა უპასუხა და აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს აღნიშნული ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

This is a welcome development that the “PANORMITIS” vessel, which is illegally transporting grain from Ukraine’s temporarily occupied territories, will not be unloading in Israel. This demonstrates that Ukraine’s legal and diplomatic actions have been effective. This is also a… — Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) April 30, 2026
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პორტის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანესBM.GE
  • პრემიერი: ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს ჩართულობით, ესაა იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას და პარტნიორების მრავალფეროვნებასრუსთავი 2
  • დრონების მასირებული იერიში როსტოვის ოლქზე - ნავთობბაზებსა და პორტში ხანძარიატვ პირველი
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
პორტის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ