მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბრიტანელი აქტივისტი ტომი რობინსონი დიდ ბრიტანეთში მომხდარ შემზარავ ფაქტებზე: ათასობით ბავშვი გააუპატიურეს. გოგონებს თითოეულ ქალაქსა და დასახლებაში აწამებდნენ
ბრიტანელი აქტივისტი ტომი რობინსონი დიდ ბრიტანეთში მომხდარ შემზარავ ფაქტებზე: ათასობით ბავშვი გააუპატიურეს. გოგონებს თითოეულ ქალაქსა და დასახლებაში აწამებდნენ

ბრიტანელი აქტივისტი ტომი რობინსონი დიდ ბრიტანეთში მომხდარ შემზარავ ფაქტებზე: ათასობით ბავშვი გააუპატიურეს. გოგონებს თითოეულ ქალაქსა და დასახლებაში აწამებდნენ

იმედი|imedinews.ge

ბრიტანელი მემარჯვენე აქტივისტი ტომი რობინსონი გაერთიანებულ სამეფოში მომხდარ არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის საქმეებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და მუსლიმურ თემსა და სამართალდამცავ სტრუქტურებს აკრიტიკებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში რობინსონი როტერემსა და ტელფორდში ჩატარებული გამოძიების სტატისტიკაზე ამბობს, რომ აღნიშნულ ქალაქებში არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებში მუსლიმი მამაკაცების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიგურირებდა, თუმცა პოლიციამ მათგან მხოლოდ 20%-ის იდენტიფიცირება შეძლო, ხოლო რობინსონის თქმით, მისი გამოძიების შედეგად 260 კაცი გამოვლინდა, რაც 26%-ს შეადგენს.

რობინსონი ასევე დეტალურად აღწერს არასრულწლოვანი გოგონების წამების კონკრეტულ სასტიკ შემთხვევებს და სამართალდამცავ ორგანოებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

„იმ ქალაქში მამაკაცების 20-30% ჩვენს შვილებს აუპატიურებდა. ათასი ბავშვი იქნა გაუპატიურებული 1.7-პროცენტიანი მუსლიმი მოსახლეობის მხრიდან. ასე რომ, როდესაც ვამბობ, რომ მასში 200 კაცი იყო ჩართული, ქალაქში სულ სამი-ოთხი ათასი მუსლიმია, ჰოდა, როდესაც გამოაკლებთ ქალებსა და ბავშვებს, ქალაქში ათასი მუსლიმი მამაკაცი რჩება. პოლიციამ მათგან მხოლოდ 20%-ის იდენტიფიცირება მოახდინა. ჩემმა გამოძიებამ 260 გამოავლინა, რაც 26%-ს შეადგენს. ტელფორდში ჩატარებულმა კიდევ ერთმა გამოძიებამ 300-ზე მეტი გამოავლინა. ასე რომ, ამ ქალაქში მამაკაცების 20%-დან 30%-მდე ჩვენს შვილებს აუპატიურებდა და 1 000 ბავშვი გააუპატიურეს. შესაბამისად, მხოლოდ ორი ქალაქის შესახებ გვაქვს მონაცემები. ერთი არის როტერემი, 3,7%-იანი მუსლიმი მოსახლეობით, და ტელფორდი. ამას რომ კითხულობთ, იცით, რომ იქ იყო ერთი 11 წლის გოგონა, რომელსაც გავარვარებული რკინის შამფურით, რომელზეც ასო M იყო გამოსახული, უკანალი დაუწვეს, რადგან ის მუჰამედის საკუთრება იყო. აიყვანეს სხვა გოგონა, გარეთ გაიყვანეს და ენა მაგიდაზე ლურსმნით მიუჭედეს, გაიყვანეს და ბენზინი დაასხეს. ისინი ამ გოგონებს თითოეულ ქალაქსა და დასახლებაში აწამებდნენ“, - აცხადებს რობინსონი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მომხდარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • ინდოეთში ტაძარში მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპარუსთავი 2
  • მძღოლს, რომელიც გომის მთაზე მომხდარი ავარიისას მიკროავტობუსს მართავდა, პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაკავებულ მძღოლს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებაBM.GE
  • აშშ კვლავაც გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობასნეტგაზეთი
მომხდარი →

მსგავსი სტატიები

„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს

„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს

იმედი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს

იმედი

ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა

ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა

იმედი

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო არტისტებს მასპინძლობს

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო არტისტებს მასპინძლობს

იმედი