მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ვანში დაიწყო
ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ვანში დაიწყო

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ვანში დაიწყო

იმედი|imedinews.ge

კომუნიკაციების კომისიამ ვანის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების, სამიზნე სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან.

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ინტერნეტის ფუნქციურ და პრაქტიკულ გამოყენებას და მასში მონაწილეობა ვანის მუნიციპალიტეტის სამიზნე დასახლებების ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია. ტრენინგები ჩატარდება თემებზე: ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება და ინტერნეტი დასაქმებისთვის. სემინარების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა. კომუნიკაციების კომისია ვანის მუნიციპალიტეტში ტრენინგებს ზედა გორაში, ზეინდარში, იმერუხეთში, ინაშაურში, რომანეთში, საპრასიაში, სულორში, უხუთსა და ძულუხში ჩაატარებს. აღნიშნულ დასახლებებში 14 წელს ზემოთ ნებისმიერ მცხოვრებს ტრენინგების გავლა უფასოდ შეუძლია. ტრენინგებზე დასასწრებად მსურველები უნდა დაუკავშირდნენ პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 555 74 28 48.

ComCom-ის წარმომადგენლები ასევე, პროგრამის გაცნობის მიზნით, ვანის სამიზნე სოფლების მოსახლეობასაც შეხვდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარდაჭერით

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საერთაშორისო სერტიფიცირების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა ამოქმედდაBM.GE
  • შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართებატვ პირველი
  • კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებსრუსთავი 2
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
მხარდაჭერით →

მსგავსი სტატიები

ბიჭმა ვიდეორგოლიდან Baby Shark კეი პოპში კარიერა დაიწყო

ბიჭმა ვიდეორგოლიდან Baby Shark კეი პოპში კარიერა დაიწყო

იმედი

ჯეი დი ვენსმა უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტოს რუსულ პორტში შემავალ ტანკერებზე თავდასხმები

ჯეი დი ვენსმა უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტოს რუსულ პორტში შემავალ ტანკერებზე თავდასხმები

იმედი

ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მამა: ამიერიდან ქართველ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ცისტური ფიბროზი, ექნებათ ამჟამად არსებულ საუკეთესო მედიკამენტზე წვდომა სრულიად უფასოდ და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა სხვა ჯანმრთელი ბავშვი

მარკო რუბიოს განცხადებით, კუბაზე რეჟიმი ტრამპის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეიცვლება

მარკო რუბიოს განცხადებით, კუბაზე რეჟიმი ტრამპის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეიცვლება

იმედი