მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებისთვის მზადება აჭარის რეგიონში მასშტაბური აქტივობებით გრძელდება
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებისთვის მზადება აჭარის რეგიონში მასშტაბური აქტივობებით გრძელდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებისთვის მზადება აჭარის რეგიონში მასშტაბური აქტივობებით გრძელდება

იმედი|imedinews.ge

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებისთვის მზადება აჭარის რეგიონში მასშტაბური აქტივობებით გრძელდება. 17:10 საათზე საქართველოს ყველა დიდი ქალაქის მსგავსად ექვსივე მუნიციპალიტეტში საზეიმოდ შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

ბათუმში მასშტაბური სახალხო დღესასწაულის მთავარ ლოკაცია ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია იქნება. მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იქნება შემეცნებითი და სპორტული კუთხეები. ასევე, ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობა. ცენტრალური პარკი სხვადასხვა კულტურული და საბავშვო აქტივობებით უმასპინძლებს სტუმრებს.

ხულოში დღესასწაული სახალხო მსვლელობით გაიხსნება. გაიმართება სპორტული შეჯიბრებები, მოეწყობა გამოფენა-გაყიდვები. სპორტული, საბავშვო და გასართობი ღონისძიებები.

გამოფენა-გაყიდვები გაიმართება შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურშიც. სადღესასწაულო ღონისძიებები დღის ბოლოს ექვსივე მუნიციპალიტეტში გალა-კონცერტებით დასრულდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მასშტაბური

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • დენის მასშტაბური გათიშვა და უწყებების დუმილი: რატომ არის სუს-ის გამოძიება რისკიანი|ენერგეტიკოსის ანალიზიBM.GE
  • სოხუმის ცნობით, ელექტროენერგიის მასშტაბური გამორთვა ენგურჰესზე ავარიას უკავშირდებოდანეტგაზეთი
  • სემეკი: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყოფორმულა
მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი