
„დარწმუნებული ვარ, შედეგის მიღწევას შევძლებთ“ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა. იოჰან ვადეფული გეგმავს ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განხილვას, კერძოდ, უპილოტო სისტემების ერთობლივ შემუშავებას, ასევე უკრაინასა და გერმანიას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას.
ამასთან გერმანელი დიპლომატი უკრაინისთვის „პეტრიოტის“ სისტემის რაკეტების გადაცემაზე ოპტიმისტურ განცხადებას აკეთებს. ვადეფულმა აღნიშნა, რომ ევროპელ და სხვა კოლეგებთან აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის, მათ შორის საზენიტო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების საკითხზე.
„დარწმუნებული ვარ, შედეგის მიღწევას შევძლებთ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს ამ საკითხის გადაუდებლობას. სწორედ ეს წარმოადგენს მოლაპარაკებებისთვის ჩვენი მუდმივი მზადყოფნის საფუძველს. ამ თემას კვირის დასაწყისში ჩემს ამერიკელ კოლეგასთან, მარკო რუბიოსთანაც განვიხილავ“, - განაცხადა ვადეფულმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge