მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
დავით სონღულაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების რეგიონულ დირექტორს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სამეჰ ნაგიბ ვაჰბას და რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს შეხვდა.

დავით სონღულაშვილმა შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს მრავალწლიანი და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. მან სტუმრებს გააცნო საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხედვა და აგროსექტორის მხარდაჭერის მასშტაბური რეფორმა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ილტოს წყალსაცავის მშენებლობისა და სახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით მიმდინარე პროექტების განხორციელების საჭიროებაზე.

შეხვედრაზე განხილული იყო „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL)“ მიმდინარეობა. მხარეებმა განიხილეს პროექტის კომპონენტები, რომლებიც მოიცავს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას, საგრანტო პროგრამებს, სოფლის განვითარების სააგენტოს გაძლიერებას და მიწის კონსოლიდაციის საკითხებს.

სამეჰ ნაგიბ ვაჰბას განცხადებით, საქართველოში შექმნილია პროექტების ეფექტიანი განხორციელებისთვის საჭირო პირობები და მსოფლიო ბანკი მომავალშიც გააგრძელებს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და სოლომონ პავლიაშვილი, ასევე სამინისტროს შესაბამისი უწყებებისა და სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვსBM.GE
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა – შსსნეტგაზეთი
ბანკის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ